„სირცხვილი! დააბრუნეთ აფგან მუხთარლი!“
31 მაისს თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, გაიმართა სოლიდარობის აქცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის, მხარდასაჭერად. აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა თბილისიდან, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება, დაკავებულია და წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებები. ჟურნალისტის ადვოკატმა ელჩინ სადიყოვმა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს განუცხადა, რომ, აფგან მუხთარლის თქმით, ის თბილისში ავტომანქანაში ჩასვეს პირებმა, რომლებსაც თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, ჟურნალისტის აზრით, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ. ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოს ხელისუფლებისგან კონკრეტულ განმარტებებს ითხოვენ.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან