11 ოქტომბერს მსოფლიო გოგოების დღეს აღნიშნავს. წელს ამ დღის მთავარი დევიზია „მოზარდი გოგონების ძალა - ხედვა 2030 წლისათვის“. გაეროს მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 10-დან 19 წლამდე 600 მილიონი გოგო ცხოვრობს, რომელთა შესაძლებლობები უსაზღვროა, თუმცა, სწორედ გენდერული უთანასწორობის გამო, ისინი ხშირად ქრებიან საზოგადოების თვალთახედვიდან.