ქუჩის ბინადარი ბავშვები თბილისში

თბილისში, პეკინის გამზირზე, ხშირად შეხვდებით ხანიმს, პატარა გოგონას, რომელიც ქუჩაში მარტო ზის და მათხოვრობს. მისი უფროსი ნათესავები თავს აზერბაიჯანელ ქურთებად მიიჩნევენ. თუმცა ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების პრობლემა გამორჩეულად არ ეხება რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს.

საბჭოთა კავშირის დროინდელი სკოლა-პანსიონი (ახლა დახურულია) ქუთაისში. მსოფლიო ბანკის თანახმად, ასეთი დაწესებულებები "ბავშვებისგან ქმნიან ღარიბ, სტიგმატიზებულ, მზრუნველობას მოკლებულ სოციალურ ფენას, რომელსაც ხელი არ მიუწვდება სათანადო განათლებაზე და, ფაქტობრივად, მომავალი არა აქვს.

2000-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოში დაიწყო რეფორმები, რომლებიც ითვალისწინებს მსგავსი დაწესებულებების დახურვას და მათს ჩანაცვლებას ზრუნვის ალტერნატიული ფორმებით. 

რეფორმები მეტწილად წარმატებული აღმოჩნდა. პროცესის დასაწყისში საქართველოში დაწესებულებებში 5000-ზე მეტი ბავშვი იყო, 2010 წლისთვის კი სულ 120. შედარებისთვის, ეს რიცხვი მეზობელ სომხეთში 4900-ა, ხოლო აზერბაიჯანში - 10 000.

სანაცვლოდ საქართველოში შეიქმნა ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებები, როგორიცაა საოჯახო ტიპის თავშესაფარი ქუთაისში.

ბავშვებისათვის "სოციალური უსაფრთხოების პირველად ქსელად" ითვლება, საქართველოში დაწყებული ამ რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია ცენტრები, სადაც სოციალურად დაუცველ ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ საკვები ან სხვა სახის დახმარება. ამ ფოტოზე სწორედ ერთ-ერთი ასეთი ცენტრია, რომელსაც ორგანიზაცია "ბავშვი და გარემო" კურირებს.

მინდობით აღზრდის შემოღება საქართველოში ბავშვთა სახლების გაუქმების პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. თუმცა ამას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც მზრუნველობას მოკლებული ბავშვების საზოგადოებაში რეინტეგრაცია მათს ბიოლოგიურ ოჯახში შეუძლებელი ან წარუმატებელია. არსებობს აზრი იმის შესახებაც, რომ კარგი იქნებოდა ასეთივე მეთიოდის გამოყენება ქუჩის ბავშვების შემთხვევაშიც.

ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით გატარებული რეფორმების მიუხედავად ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. გავრცელებული საზოგადოებრივი აზრის საპირისპიროდ, ყველამ არ მოინდომა, ამ გზას გაჰყოლოდა.

რუსლანი ამის ერთ-ერთი მაგალითია. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მიტოვებულ მშენებლობაზე დაცვის მთვრალმა თანამშრომელმა მას შემთხვევით ფეხში ესროლა, რუსლანმა ფეხი დაკარგა. დოკუმენტების არქონის გამო მას ხელი არ მიუწვდებოდა განათლებაზე ან სოციალურ სერვისებზე. გლდანის კრიზისულ ცენტრში (ახლა დახურულია) ამ ფოტოს გადაღების შემდეგ World Vision-ი რუსლანს და მის მდგომარეობაში მყოფ სხვა მოზარდებს პასპორტების აღებაში დაეხმარა. 
 

ჩეჩნური წარმოშობის ამ მოზარდს გლდანის კრიზისულ ცენტრში შეხვდებოდით - აქ ძირითადად ქუჩიდან აყვანილ ბავშვებზე ზრუნავდნენ. აქ ბავშვებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობდნენ, რათა მათ სამომავლო პესრპექტივა გასჩენოდათ. მაგრამ ეს დაწესებულება დაიხურა. 

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მათხოვრობა ფულის გამომუშავების ერთადერთი საშუალებაა. ბავშვები და მათი დედები ხშირად შეგხვდებიან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც ისინი სამათხოვროდ ან ქუჩაში სხედან ან მანქანებს შორის დადიან გადატვირთული მოძრაობის დროს.

UNICEF-ზე დაყრდნობით, "კარიტას საქართველო" ვარაუდობს, რომ საქართველოში ქუჩაში ცხოვრობს ან მუშაობს 2500-მდე ბავშვი. ისინი ძირითადად მთავარ ქუჩებზე ან დიდ კომერციულ უბნებში ჩნდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ირწმუნება, ქუჩის ბავშვები საქართველოში ძირითადად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიანო, "კარიტას საქართველოს" ცნობით, მათი ნახევარი ეთნიკური ქართველებია. ეს პროლემა საკმაოდ ბევრ ეთნიკურ ჯგუფს მოიცავს, მათ შორის, ბოლო დროს, ეთნიკურ ქურთებს და აზერბაიჯანელებს. 

პრობლემის მოსაგვარებლად 2013 წელს UNICEF-მა და World Vision-მა წამოიწყეს ორწლიანი პროექტი, რომელიც ევროკავშირმა 750 000 ევროთი დააფინანსა. პროექტისთვის UNICEF-მაც გაიღო 100 000 ევრო. მთავრობასთან თანამშრომლობით მობილური ჯგუფები ქუჩაში მომუშავე ბავშვებს პოულობენ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უტარებენ მათ. მიუხედავად ამისა, პრობლემა ჯერაც აქტუალურია. 

UNICEF-ის განსაზღვრებით, ქუჩის ბავშვები არიან ისინი, ვინც თავიანთ ოჯახებს გამოექცა, ოჯახთან ერთად ქუჩაში ცხოვრობს ან დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში, ხშირად მათხოვრობაში ატარებს. ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, საქართველოშიც შეხვდებით სამივე ასეთ შემთხვევას, თუმცა აქ ყველაზე დიდი ჯგუფი მესამეა. 

პოლიცია უმეტესად პასიურობს ან საერთოდ არაფერს აკეთებს. ეს შესაძლებელია შეიცვალოს 2016 წლის იანვარში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ "ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასაცავად" საკანონმდებლო ცვლილებებია მოსალოდნელი.

სამი ეთნიკურად ქურთი  აზერბაიჯანელი ბავშვი თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე გამართული ლუდის ფესტივალის დროს კამერასთან პოზიორობს. ასეთი ღონისძიებები მათთვის შანსია, ხალხის დიდ ჯგუფში იმათხოვრონ. თუმცა დაცვა და პოლიცია ცდილობს (და ხშირად ვერ ახერხებს) ტერიტორიიდან მათს გაძევებას. 

"ოჯახური ზრუნვის ნაკლებობა, როგორც საშუალება იმისა, რომ ბავშვები დაწესებულებაში ან ქუჩაში არ მოხვდნენ, ჯერაც მთავარ პრობლემად რჩება" - წერდა 2014 წელს "ChildPact"-ი - რეგიონული კოალიცია, რომელიც ბავშვებისა და მოზარდების კეთილდღეობაზე მუშაობს. სამწუხაროდ პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია.