15 მაისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ენის, ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილების ორგანიზებით, ენათმეცნიერებისა და ჟურნალისტების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ქართულ მედიაში ენის სიწმინდის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
როგორია დღეს ქართული მედიის ენა და ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომელიც ქართველ ჟურნალისტებს მოსდით?
”ამა და ამ დროს ადგილი ჰქონდა ამას და ამას, სადაც განხილულ იქნა ესა და ეს, აქა და აქ თავი მოიყარა რამოდენიმე ადამიანმა, მათ ილაპარაკეს რაღაცეებზე, ყველამ აღნიშნეს, რომ ესა და ეს, შემდეგ მათთან მივიდა ხუთი ჟიურის წევრი, მათ თქვეს, რომ წიგნები უკვე გაყიდვაშია აქა და აქ, ხოლო ფეშენვიკი გაიმართება მომავალ უიქენდზე” - მართალია, ეს უაზრო წინადადებაა, მაგრამ, სამაგიეროდ, შევეცადე ერთად მომეგროვებინა ქართულ მედიაში გავრცელებული შეცდომების ნაწილი მაინც.
ამ შეცდომებისთვის ქართველ ჟურნალისტებს ხშირად აკრიტიკებენ ენათმეცნიერები. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ თანამედროვე ქართული მედიის ენა არაბუნებრივია, გაუმართავი და ღარიბი და რაც დრო გადის, ის სულ უფრო შორდება ბუნებრივ ქართულს. სწორედ ამ პრობლემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ ენათმეცნიერები და ჟურნალისტები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ მეცნიერებათა აკადემიის ენის, ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილება. ჟურნალისტებმა, რომლებიც ამ შეხვედრის შესახებ სიუჟეტებს ამზადებდნენ, კომენტარები წინასწარ ჩაიწერეს და იქაურობა მალევე დატოვეს. ასე რომ, ქართულ მედიაში ენის სიწმინდის თვალსაზრისით არსებულ ნაკლოვანებებზე მოსაზრებებს ენათმეცნიერები ერთმანეთს და რამდენიმე მიწვეულ ჟურნალისტს უზიარებდნენ.
შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის პროფესორი მზექალა შანიძეც. ჩვენ მას ვკითხეთ, რა არ მოსწონს ყველაზე მეტად ქართულ მედიაში:
”საკითხის და ენის უცოდინარობა, რომელიც არ მდგომარეობს მხოლოდ გრამატიკული წესების უცოდინარობაში, მხოლოდ ერთი ნაწილია. ზოგადად კი - ჩვენი მედიის ძალიან დაბალი პროფესიონალიზმი. ეს არის, რაც ყველაზე უფრო მაღიზიანებს. გრამატიკული შეცდომები კიდევ ნაკლებად მოსდით, მაგრამ ეს გახევებული სტილი, რომელიც არ არის ბუნებრივი ქართული, ეს არაბუნებრივი ინტონაციები, ეს უხეირო, რუსულიდან გადმოტანილი გამოთქმები, უცხოური სიტყვების არევ-დარევა გადმოცემის დროს... რომელი ერთი ჩამოვთვალო”...
მზექალა შანიძე იმ მიზეზებზეც ლაპარაკობს, რის გამოც ჟურნალისტების კრიტიკა უწევს. მისი შეფასებით, მთავარი, რაც მათ აკლიათ, ინფორმაციაა. ეს ინფორმაცია უმეტესად ოფიციალური წყაროებიდან მოდის, ხოლო ოფიციალური წყაროები ”ნამდვილ ქართულს არ ასახავს. ეს არის ის, რასაც ცნობილი რუსი მწერალი ჩუკოვსკი კანცელარიის, ოქმების ჩანაწერის ენას უწოდებდა. დაუკვირდით რას ვისმენთ და რას ვკითხულობთ დღეს: მოსმენილ იქნა, დადგენილ იქნა.. პირველი, რაც ჩვენმა მედიამ უნდა გააკეთოს, ის არის, რომ უნდა დაადგინოს, რა არის ქართული და რა არა.”
კონტრკითხვა მედიისგან: რა ვუყოთ იმ უცხოურ სიტყვებს, რომლებიც ტექნიკურ პროგრესთან ერთად მთელ მსოფლიოში ვრცელდება და არაერთ ენაში მკვიდრდება? მზექალა შანიძე გვირჩევს ჯერ მოვძებნოთ, გვაქვს თუ არა ამ სიტყვების ქართული შესატყვისი. თურმე უფრო ხშირად გვაქვს:
კრეატიული - შემოქმედებითი.
რეზულტატი - შედეგი.
ექსპერიმენტი - ცდა.
რიმეიქი - გარდაქმნა, გადაკეთება.
მეილი - ფოსტა.
ივენთი - ღონისძიება.
უიქენდი - შაბათ-კვირა და ა.შ.
გუჩა კვარაცხელიას მასმედიის ენის ერთ-ერთ ნაკლად ჟანრების გაქრობა მიაჩნია: ”ადრე ინფორმაციის ენა სხვა იყო, რეპორტაჟის - სხვა, მოწინავე სტატიის - სხვა. დღეს ეს ყველაფერი ერთგვაროვანია და გაუბრალოებული. ეს იმას იწვევს, რომ ენა ვეღარ ვითარდება.”
ჩვენ კი კონკრეტულ შეცდომებს ვითხოვთ. ენათმეცნიერებიც გვპასუხობენ, რომ, მაგალითად:
არ მაწყობს კი არა, ხელს არ მაძლევს; ვთვლი კი არა, მიმაჩნია; ადგილი ჰქონდა კი არა, არამედ, მარტივად, მოხდა; მიმალვაშია კი არა, იმალება; შეხვედრა კი არ შედგა, გაიმართა; ორი საათის მანძილზე კი არა, ორი საათის განმავლობაში, რადგან დროს მანძილი, უბრალოდ, არ გააჩნია. ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია და მათ შორის არის ისეთი შეცდომებიც, რომლებიც უკვე იმდენად გავრცელებულია, რომ შეცდომებად აღარც გვეჩვენება. თუმცა ეს ჩვენ, მედიას, ენათმეცნიერებს კი ეს შეცდომები ყურს სჭრით.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია გვეუბნება, რომ ენის ცოდნის რეცეპტი სწავლა და განათლებაა, ჟურნალისტისთვის კი ენა მთავარი სამუშაო იარაღია:
”წარმოგიდგენიათ კარგი პიანისტი, რომელიც ვერ ფლობს დაკვრის ტექნიკას? ან კარგი ვოკალისტი, რომელიც ვერ ფლობს თავის ხმას? შესაძლოა ეს ზუსტი შედარება არ არის, მაგრამ რაკი მე ვამბობ, რომ ჟურნალისტისათვის ენა არის იარაღი, გარდა გონებისა, ნიჭისა და ჭკუისა, მას კიდევ სჭირდება თავისი ნააზრევის გადმოცემის ჩვევა.”
ლევან ღვინჯილიას დაკვირვებით, დღეს ბეჭდური და ელექტრონული მედიის პრობლემები ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა განსაკუთრებით სავალალო ვითარება, მისი აზრით, ელექტრონულ მედიაშია, სადაც ”ჩვენი ჟურნალისტები ლაპარაკობენ თვითონ. აქ ერთ მხარეს არის წმინდა გრამატიკული უზუსტობები და ცალკე უნდა განვიხილოთ ყოვლად შეუწყნარებელი ინტონაციები, როდესაც ჟურნალისტები ყველა სიტყვის ბოლოს სვამენ მახვილს. გუშინ ვუსმენდი სწორედ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს, რომელიც ყოველი სიტყვის ბოლოს სვამდა მახვილს. ის რომ ფრანგულად ლაპარაკობდეს, გასაგები იქნებოდა - ფრანგულ მეტყველებაში სიტყვის ბოლოს არის მახვილი. სუსტი მახვილი ქართულ ენასაც აქვს, მაგრამ ის არ არის ფიქსირებული სიტყვის ბოლოს. ქართულს ტკბილხმოვან ენას ეძახიან და მას ასეთი მახვილები არ ახასიათებს. ეს მიმბაძველობით გავრცელებული ნაკლია და გამოსასწორებელია.”
ცალკე პრობლემაა ისიც, ამბობს ლევან ღვინჯილია, რომ ხშირად ჟურნალისტებს არ ჰყოფნით კვალიფიკაცია, რომ ტექსტი გამართული ქართულით გადმოსცენ. მიზეზი მარტივია - ლექსიკის ნაკლებობა.
თუ ჟურნალისტის განათლებას ვერაფერს მოვუხერხებთ, მაინც რჩება ერთი გზა, რომელმაც შესაძლოა ისინი უხეში შეცდომებისაგან იხსნას - დამხმარე ლიტერატურა:
”სასურველია, რომ თითოეული ჟურნალისტი თვითონ იყოს დაინტერესებული, რომ მისი ეს იარაღი - ენა - იყოს გამართული. ამისთვის არსებობს სტილისტური, ორთოგრაფიული ლექსიკონები, თუმცა, სამწუხაროდ, ჟურნალისტები ამ წიგნებს არ ეტანებიან. არის შემთხვევები, როდესაც მირეკავენ და მეკითხებიან, ეს ასეა თუ ისე. მე ვდგები, ვიღებ ცნობარს, ვფურცლავ და ვპასუხობ. ხომ შეიძლება იგივე წიგნი მასაც ედოს?“
როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი და ზრუნავს თუ არა დღეს სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვაზე? - ლევან ღვინჯილია ამ საკითხს კრიტიკულად უყურებს. ამბობს, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოში გაუქმდა ყველა შესაბამისი ინსტიტუცია, მათ შორის: საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია, პარლამენტთან არსებული სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტი, ასევე ენის სახელმწიფო პალატა, რომელსაც თავად ლევან ღვინჯილია შვიდი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა:
”არაფერი ამის საკომპენსაციო არ შეიქმნა, სახელმწიფომ თვითდინებაზე მიუშვა ენაზე ზრუნვის საქმე და კიდევაც გვაქვს შედეგი. მე ვფიქრობ, თუ სახელმწიფო არ მოინდომებს და ჯეროვნად არ დააფასებს თავისსავე სახელმწიფო ენას, ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. სახელმწიფო ენა რაკი ჰქვია ქართულს, ჰქვია იმიტომაც, რომ ის არა მხოლოდ ის ენაა, რომლითაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ელაპარაკება, არამედ ეს ის ენაა, როემლზეც სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, მის გავრცელებაზე, დახვეწაზე, განვითარებაზე.”
მაგრამ სანამ სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, როგორ შეიძლება მედიამ შეცდომები თავიდან აიცილოს? მეცნიერებათა აკადემიაში გამართული შეხვედრის დროს ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების მიერ მომზადებულ ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკურ ლექსიკონზე მიგვითითეს.
ენის ცხელი ხაზის შექმნის იდეაც გაჩნდა. მზექალა შანიძის აზრით კი, გამოსავალი მეცნიერების, ლიტერატორებისა და ჟურნალისტების მუდმივ კავშირში უნდა ვეძებოთ. თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ იდეაა.
ბოლოს კი ვიტყვი: ზუსტად არ ვიცი რამდენ წითელ ხაზს დავიმსახურებდი ენათმეცნიერებისგან ამ სიუჟეტისთვის, მაგრამ ვეცადე, რომ ბევრი შეცდომა არ მომსვლოდა.
სწორედ ”არ მომსვლოდა”, იმიტომ რომ სწორია: შეცდომა მომივიდა და არა: შეცდომა დავუშვი.
როგორია დღეს ქართული მედიის ენა და ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომელიც ქართველ ჟურნალისტებს მოსდით?
”ამა და ამ დროს ადგილი ჰქონდა ამას და ამას, სადაც განხილულ იქნა ესა და ეს, აქა და აქ თავი მოიყარა რამოდენიმე ადამიანმა, მათ ილაპარაკეს რაღაცეებზე, ყველამ აღნიშნეს, რომ ესა და ეს, შემდეგ მათთან მივიდა ხუთი ჟიურის წევრი, მათ თქვეს, რომ წიგნები უკვე გაყიდვაშია აქა და აქ, ხოლო ფეშენვიკი გაიმართება მომავალ უიქენდზე” - მართალია, ეს უაზრო წინადადებაა, მაგრამ, სამაგიეროდ, შევეცადე ერთად მომეგროვებინა ქართულ მედიაში გავრცელებული შეცდომების ნაწილი მაინც.
საკითხის და ენის უცოდინარობა, რომელიც არ მდგომარეობს მხოლოდ გრამატიკული წესების უცოდინარობაში, მხოლოდ ერთი ნაწილია ...მზექალა შანიძე
შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის პროფესორი მზექალა შანიძეც. ჩვენ მას ვკითხეთ, რა არ მოსწონს ყველაზე მეტად ქართულ მედიაში:
”საკითხის და ენის უცოდინარობა, რომელიც არ მდგომარეობს მხოლოდ გრამატიკული წესების უცოდინარობაში, მხოლოდ ერთი ნაწილია. ზოგადად კი - ჩვენი მედიის ძალიან დაბალი პროფესიონალიზმი. ეს არის, რაც ყველაზე უფრო მაღიზიანებს. გრამატიკული შეცდომები კიდევ ნაკლებად მოსდით, მაგრამ ეს გახევებული სტილი, რომელიც არ არის ბუნებრივი ქართული, ეს არაბუნებრივი ინტონაციები, ეს უხეირო, რუსულიდან გადმოტანილი გამოთქმები, უცხოური სიტყვების არევ-დარევა გადმოცემის დროს... რომელი ერთი ჩამოვთვალო”...
მზექალა შანიძე იმ მიზეზებზეც ლაპარაკობს, რის გამოც ჟურნალისტების კრიტიკა უწევს. მისი შეფასებით, მთავარი, რაც მათ აკლიათ, ინფორმაციაა. ეს ინფორმაცია უმეტესად ოფიციალური წყაროებიდან მოდის, ხოლო ოფიციალური წყაროები ”ნამდვილ ქართულს არ ასახავს. ეს არის ის, რასაც ცნობილი რუსი მწერალი ჩუკოვსკი კანცელარიის, ოქმების ჩანაწერის ენას უწოდებდა. დაუკვირდით რას ვისმენთ და რას ვკითხულობთ დღეს: მოსმენილ იქნა, დადგენილ იქნა.. პირველი, რაც ჩვენმა მედიამ უნდა გააკეთოს, ის არის, რომ უნდა დაადგინოს, რა არის ქართული და რა არა.”
კონტრკითხვა მედიისგან: რა ვუყოთ იმ უცხოურ სიტყვებს, რომლებიც ტექნიკურ პროგრესთან ერთად მთელ მსოფლიოში ვრცელდება და არაერთ ენაში მკვიდრდება? მზექალა შანიძე გვირჩევს ჯერ მოვძებნოთ, გვაქვს თუ არა ამ სიტყვების ქართული შესატყვისი. თურმე უფრო ხშირად გვაქვს:
კრეატიული - შემოქმედებითი.
რეზულტატი - შედეგი.
ექსპერიმენტი - ცდა.
რიმეიქი - გარდაქმნა, გადაკეთება.
მეილი - ფოსტა.
ივენთი - ღონისძიება.
უიქენდი - შაბათ-კვირა და ა.შ.
გუჩა კვარაცხელიას მასმედიის ენის ერთ-ერთ ნაკლად ჟანრების გაქრობა მიაჩნია: ”ადრე ინფორმაციის ენა სხვა იყო, რეპორტაჟის - სხვა, მოწინავე სტატიის - სხვა. დღეს ეს ყველაფერი ერთგვაროვანია და გაუბრალოებული. ეს იმას იწვევს, რომ ენა ვეღარ ვითარდება.”
წარმოგიდგენიათ კარგი პიანისტი, რომელიც ვერ ფლობს დაკვრის ტექნიკას? ან კარგი ვოკალისტი, რომელიც ვერ ფლობს თავის ხმას? ...ლევან ღვინჯილია
არ მაწყობს კი არა, ხელს არ მაძლევს; ვთვლი კი არა, მიმაჩნია; ადგილი ჰქონდა კი არა, არამედ, მარტივად, მოხდა; მიმალვაშია კი არა, იმალება; შეხვედრა კი არ შედგა, გაიმართა; ორი საათის მანძილზე კი არა, ორი საათის განმავლობაში, რადგან დროს მანძილი, უბრალოდ, არ გააჩნია. ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია და მათ შორის არის ისეთი შეცდომებიც, რომლებიც უკვე იმდენად გავრცელებულია, რომ შეცდომებად აღარც გვეჩვენება. თუმცა ეს ჩვენ, მედიას, ენათმეცნიერებს კი ეს შეცდომები ყურს სჭრით.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია გვეუბნება, რომ ენის ცოდნის რეცეპტი სწავლა და განათლებაა, ჟურნალისტისთვის კი ენა მთავარი სამუშაო იარაღია:
”წარმოგიდგენიათ კარგი პიანისტი, რომელიც ვერ ფლობს დაკვრის ტექნიკას? ან კარგი ვოკალისტი, რომელიც ვერ ფლობს თავის ხმას? შესაძლოა ეს ზუსტი შედარება არ არის, მაგრამ რაკი მე ვამბობ, რომ ჟურნალისტისათვის ენა არის იარაღი, გარდა გონებისა, ნიჭისა და ჭკუისა, მას კიდევ სჭირდება თავისი ნააზრევის გადმოცემის ჩვევა.”
ცალკე პრობლემაა ისიც, ამბობს ლევან ღვინჯილია, რომ ხშირად ჟურნალისტებს არ ჰყოფნით კვალიფიკაცია, რომ ტექსტი გამართული ქართულით გადმოსცენ. მიზეზი მარტივია - ლექსიკის ნაკლებობა.
თუ ჟურნალისტის განათლებას ვერაფერს მოვუხერხებთ, მაინც რჩება ერთი გზა, რომელმაც შესაძლოა ისინი უხეში შეცდომებისაგან იხსნას - დამხმარე ლიტერატურა:
”სასურველია, რომ თითოეული ჟურნალისტი თვითონ იყოს დაინტერესებული, რომ მისი ეს იარაღი - ენა - იყოს გამართული. ამისთვის არსებობს სტილისტური, ორთოგრაფიული ლექსიკონები, თუმცა, სამწუხაროდ, ჟურნალისტები ამ წიგნებს არ ეტანებიან. არის შემთხვევები, როდესაც მირეკავენ და მეკითხებიან, ეს ასეა თუ ისე. მე ვდგები, ვიღებ ცნობარს, ვფურცლავ და ვპასუხობ. ხომ შეიძლება იგივე წიგნი მასაც ედოს?“
თუ სახელმწიფო არ მოინდომებს და ჯეროვნად არ დააფასებს თავისსავე სახელმწიფო ენას, ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით ...ლევან ღვინჯილია