სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემები. აღმოჩნდა, რომ სავაჭრო ბრუნვამ 1.33 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს აერთიანებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველოში იმპორტირებული საქონლის მოცულობა 8 პროცენტით შემცირდა, ხოლო საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციისა 17 პროცენტით გაიზარდა. ექსპორტის საერთო მოცულობა რომ მცირე არ იყოს, აღნიშნული ზრდა სავაჭრო ბრუნვის მატებასაც გამოიწვევდა. მიუხედავად ამისა, ექსპორტის ზრდას დადებით ტენდენციად მიიჩნევს საქსტატის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე:
”ექსპორტი გაზრდილია 17 პროცენტით, ხოლო იმპორტი შემცირებულია 8 პროცენტით. იანვარში საკმაოდ მაღალი ზრდა იყო - ექსპორტი გაიზარდა 25 პროცენტით. იანვარ-თებერვალში მან შეადგინა 17 პროცენტი. ბუნებრივია, ეს პოზიტიური ტენდენციაა ზოგადად ეკონომიკისთვის. რაც შეეხება დეფიციტს, უარყოფით სავაჭრო ბალანსს, ოდენობა იყო 17 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც არის სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი”.
უარყოფითი სავაჭრო სალდო, რომლის შესახებაც ზაზა ჭელიძე საუბრობდა, იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობას წარმოადგენს. ის გასულ წელს 55 პროცენტის ფარგლებში იყო და ამჟამად აღნიშნული შემცირება ძირითადად იმპორტის შემცირებამ გამოიწვია. საქსტატის ინფორმაციის თანახმად, საქართველოში განხორციელებული იმპორტის დიდ ნაწილს ნავთობპროდუქტები შეადგენს, შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და ა. შ.. სტატისტიკის სამსახურის უფროსი ზაზა ჭელიძე ამბობს, რომ იმპორტის შემცირებას სამომხმარებლო პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება იწვევს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სამომხმარებლო საქონლის იმპორტი არ შემცირებულა:
«გაკეთებული გვაქვს ანალიზი. შემცირება გამოწველია ძირითადად საინვესტიციო საქონლის შემცირებით. ეს ტენდენცია იყო შარშანაც, წლის ბოლოსა და წლის დასაწყისშიც. სამომხმარებლო საქონლის იმპორტი შემცირებული არ არის. ვნახოთ, რამდენად დროებითია ან თუ სისტემატიურია. ამაზე ლაპარაკი რთულია».
საინვესტიციო პროდუქციის შემცირება, რაც ძირითადად სამშენებლო-სამრეწველო მასალები და მარაგ-ნაწილებია, ძირითადად ინვესტიციების კლების შედეგია. ამასვე უკავშირდება ეკონომიკური ზრდის შენელება, რაზეც ყურადღებას ამახვილებს არაერთი ბიზნესმენი თუ ეკონომისტი.
მიუხედავად ამისა, შესამჩნევ ზრდას მიაღწია ექსპორტმა. საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, შეიმჩნევა ყველა საექსპორტო ჯგუფის თითქმის თანაბარი ზრდა:
«საექსპორტო საქონელში კვლავ მსუბუქი ავტომობილები წამყვან პოზიციებს იკავებენ. ავტომობილების ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 23 პროცენტი შეადგინა. ბუნებრივია, ყველამ იცის, რომ ჩვენ ავტომობილებს არ ვაწარმოებთ. შემდეგ არის ფერო-შენაძენები და შემდეგ კი აზოტოვანი სასუქები. საინტერესოა ისიც, რომ მათ შემდეგ არის სპილენძის ნადნობი, ოქრო, თხილი, კაკალი, რაც იმის მანიშნებელია, რომ სხვა - ყველა დანარჩენი -საქონელი ადგილზე წარმოებულია, რომლის ექსპორტიც საქართველოდან ხორციელდება».
როგორც საქსტატის ხელმძღვანელმა ზაზა ჭელიძემ აღნიშნა, საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი უცხოური ავტომობილების რეექსპორტი, ფეროშენადნობები და აზოტოვანი სასუქებია. ამ პროდუქციის მიმღები ძირითადი ქვეყნებია აზერბაიჯანი, აშშ, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა და ა. შ., ხოლო რაც შეეხება მთავარ სავაჭრო პარტნიორებს, რომელთანაც საქართველოს გაცხოველებული სავაჭრო ბრუნვა აქვს, მათ შესახებ ზაზა ჭელიძე ამბობს:
«რომ ავიღოთ ქვეყნების ჯგუფები, ძირითადი პარტნიორები არიან დსთ-ს წევრი ქვეყნები, შემდეგ მოდის ევროკავშირის ქვეყნები. დსთ-ზე მოდის 33 პროცენტი, ხოლო ევროკავშირზე 27 პროცენტი. ქვეყნების მიხედვით სამეული შემდეგნაირად განაწილდა: აზერბაიჯანი, თურქეთი და უკრაინა. ეს არის სამი ქვეყანა, რომლებთანაც ყველაზე დიდი ბრუნვა აქვს საქართველოს. შემდეგ მოდის ჩინეთი, რუსეთი, აშშ, გერმანია».
ჯერჯერობით უცვლელი რჩება რუსეთის პოზიცია საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის. 2006 წელს მოსკოვის მიერ ემბარგოს დაწესებამდე რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს აერთიანებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველოში იმპორტირებული საქონლის მოცულობა 8 პროცენტით შემცირდა, ხოლო საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციისა 17 პროცენტით გაიზარდა. ექსპორტის საერთო მოცულობა რომ მცირე არ იყოს, აღნიშნული ზრდა სავაჭრო ბრუნვის მატებასაც გამოიწვევდა. მიუხედავად ამისა, ექსპორტის ზრდას დადებით ტენდენციად მიიჩნევს საქსტატის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე:
”ექსპორტი გაზრდილია 17 პროცენტით, ხოლო იმპორტი შემცირებულია 8 პროცენტით. იანვარში საკმაოდ მაღალი ზრდა იყო - ექსპორტი გაიზარდა 25 პროცენტით. იანვარ-თებერვალში მან შეადგინა 17 პროცენტი. ბუნებრივია, ეს პოზიტიური ტენდენციაა ზოგადად ეკონომიკისთვის. რაც შეეხება დეფიციტს, უარყოფით სავაჭრო ბალანსს, ოდენობა იყო 17 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც არის სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი”.
უარყოფითი სავაჭრო სალდო, რომლის შესახებაც ზაზა ჭელიძე საუბრობდა, იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობას წარმოადგენს. ის გასულ წელს 55 პროცენტის ფარგლებში იყო და ამჟამად აღნიშნული შემცირება ძირითადად იმპორტის შემცირებამ გამოიწვია. საქსტატის ინფორმაციის თანახმად, საქართველოში განხორციელებული იმპორტის დიდ ნაწილს ნავთობპროდუქტები შეადგენს, შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და ა. შ.. სტატისტიკის სამსახურის უფროსი ზაზა ჭელიძე ამბობს, რომ იმპორტის შემცირებას სამომხმარებლო პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება იწვევს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სამომხმარებლო საქონლის იმპორტი არ შემცირებულა:
საექსპორტო საქონელში კვლავ მსუბუქი ავტომობილები წამყვან პოზიციებს იკავებენ. ავტომობილების ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 23 პროცენტი შეადგინა...ზაზა ჭელიძე