მცხეთაში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია ზუსტად დანიშნულ დროს, 7 საათზე დაიწყო. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სცენასთან ახლოს ადგილების დაკავება 5 საათიდან დაიწყეს, რამდენიმე მათგანთან გასაუბრება ვცადე, მაგრამ ზოგმა კბილის ტკივილი მოიმიზეზა, ზოგმა კი ამინდზე დაკვირვება დაიწყო; თუმცა ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების სურვილი აქვთ და ამას ხმამაღლა აცხადებენ.
მცხეთა-მთიანეთის რაიონებიდან მანქანების კოლონები შუადღით დაიძრნენ და თეატრონის ტერიტორიაზე აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოვიდნენ. კოალიციის წარმომადგენელ გია ვოლსკის დაღლა ეტყობოდა. მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ უამრავი სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა.
რეჟისორი ქეთი დოლიძე სცენასთან ახლოს იდგა და ჟურნალისტებს ინტერვიუებს აძლევდა. მან ნაციონალური მოძრაობა პლაგიატში დაადანაშაულა და აღშფოთება არ დამალა, რომ მათი პროგრამა ერთი-ერთზე გაიმეორა საქართველოს პრეზიდენტმა.
მალე სცენაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც გამოჩნდა, რომელსაც ხალხი შეძახილებით შეხვდა.
ივანიშვილმა, ტრადიციულად, კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მილიარდიანი ფონდის შექმნა, მთის სოფლების განვითარება, პენსიების ზრდა, კომუნალური გადასახადების შემცირება, ქვეყნის დეცენტრალიზაცია, დევნილებისთვის დაბრუნებამდე საუკეთესო პირობების შექმნა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა – ეს იმ დაპირებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესრულებას ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.
ბოლოს ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ იგი მათ უკვე მაჟორიტარ დეპუტატებად მოიხსენიებდა. საქართველოს მთიან რეგიონში კოალიციამ არჩევანი ძირითადად ექიმებზე შეაჩერა. "ქართული ოცნებიდან" დუშეთში კენჭს ირაკლი ტრიპოლსკი იყრის, თიანეთში - ზაქარია ქუცნაშვილი, ყაზბეგში - ექიმი ილია წიკლაური, მცხეთაში - ექიმი დიმიტრი ხუნდაძე.
აქციის დასასრულს ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან მივიდა და დღევანდელი აქციის შესახებ კომენტარი გააკეთა. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, კოალიციის ლიდერმა განაცხადა რომ აქამდე პრემიერ-მინისტრის პოსტი საპენსიო პოსტი იყო და მისთვის გაუგებარია მერაბიშვილი დააწინაურეს თუ პოლიციას ჩამოაშორეს.
"ქართული ოცნება" მომდევნო აქციას 15 ივლისს გორში გამართავს.