ქალები პოლიტიკაში - საზოგადოებრივი აზრი და სახელმწიფო პოლიტიკა
Your browser doesn’t support HTML5
2014 წლიდან გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ემხრობიან ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდას და ამისთვის დროებითი სავალდებულო ზომის - გენდერული კვოტირების - შემოღებას. ამას მოწმობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. ამ შედეგებსა და საზოგადოებრივი აზრის ტენდენციებზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი და NDI-ის პროგრამის მენეჯერი თეონა ყუფუნია საუბრობს. „გენდერული ამბების“ კიდევ ერთი სტუმარი კი, საბა ბუაძე, ხელმძღვანელი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამისა „კარგი მმართველობა“, იმაზე ამახვილებს ყურადღებას, თუ როგორ ახორციელებს სახელმწიფო გენდერული თანასწორობის პოლიტიკას, რამდენად უპასუხებს და ითვალისწინებს პოლიტიკური ელიტა საზოგადოების აზრს. გადაცემას რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მზია ფარესიშვილი უძღვება.