შანსი ახალი ცხოვრებისთვის
Your browser doesn’t support HTML5
„ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“ - ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში სასწავლო პროგრამები და სარეაბილიტაციო სერვისები შიდა ქართლის მასშტაბით ხელმისაწვდომი იყო მოწყვლადი ჯგუფებისთვის - მაგალითად, ყოფილი პატიმრებისთვის, პრობაციონერებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა თუ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანებისთვის. პროექტის შედეგად დასაქმდა 50-ზე მეტი ადამიანი და 20-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მცირე გრანტი ბიზნესსაქმიანობისთვის. რა არის საჭირო ახალი ცხოვრების დასაწყებად და ვინ როგორ გამოიყენა შანსი? - გადაცემის სტუმრები არიან: იულია ხარაშვილი, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ხელმძღვანელი, და დანანა გოგოხია, ამავე ასოციაციის იურისტი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.