რას მიუთითებს, მაგალითად, დანაშაულის ჩადენის ადგილი?

Your browser doesn’t support HTML5

რატომ არის საჭირო ქალთა მიმართ ძალადობის კვლევა, სტატისტიკის ოფიციალურად დაზუსტება და შემდეგ ამ მონაცემთა ანალიზი? რამდენად და როგორ დაეხმარება ეს საზოგადოებას, ხელისუფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაში? გაეროს ქალთა ორგანიზაციის გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურამ ძალადობის თემაზე ორი კვლევა  მოამზადა. ამ კვლევასა და სტატისტიკაზე, დასკვნებსა და ანალიზზე საუბრობდნენ "გენდერულ ამბებში" საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი მაია კვირიკაშვილი და ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.