იმისთვის, რომ, მაგალითად, გამგებელმა უკეთ მოგისმინოს

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები საქართველოს კანონში „გენდერული თანასწორობის შესახებ“. კანონის ენაზე ეს იქნება: ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა, საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნა, ხოლო გამგებლის დაქვემდებარებაში არსებობა პირისა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გენდერული თანასწორობის საკითხებზე. რას მოიტანს ეს ამბავი რეალურ ცხოვრებაში? რატომ არის საჭირო საბჭოს კანონის მიხედვით შექმნა და რატომ ვერ გააკეთებენ ამ საქმეს, მაგალითად, საზოგადოებრივი საბჭოები? ცვლილებები „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ და სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა და "გენდერული ამბების“ კითხვებსაც „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლები უპასუხებენ: ელენე რუსეცკი, ცენტრის დირექტორი და სანდრო სვანიშვილი, ცენტრის ექსპერტი. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.