გამოკითხვა კორუფციის აღქმის შესახებ
Your browser doesn’t support HTML5
კორუფციის საკითხებზე მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, კორუფციის აღქმის 2016 წლის ინდექსი. ორგანიზაციის მიერ 176 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყნების 69%-ში კორუფციის აღქმა ძალიან მაღალია. საქართველო 176-დან 44-ე ადგილზეა კორუფციის აღქმის 2016 წლის ინდექსით. 2015 წელთან შედარებით, ქვეყანამ პოზიცია 5 ქულით გაიუმჯობესა და ახლა 57 ქულა აქვს.
"ბოლო ერთი წლის განმავლობაში თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს ხომ არ გქონიათ შეხება კორუფციასთან?" - ამ შეკითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ რესპონდენტებს თბილისის ქუჩებში მოწყობილი გამოკითხვისას.