ევროპის დღეები საქართველოში

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოში გაიხსნა ევროპის დღეები. 7 მაისიდან სამი კვირის განმავლობაში თბილისი უმასპინძლებს სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებას. 7 მაისს ევროპის მოედანზე მოეწყო ე.წ. ევროპული სოფელი და კონცერტი, დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა, საქართველოს პრეზიდენტმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.