რატომ დამკვიდრდა ეს გამონათქვამი და რატომ ითვლება, რომ საბერძნეთი ევროპის აკვანია? ამ კითხვაზე პასუხობს დღეს გადაცემაში „რატომ ევროპა?“ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი რისმაგ გორდეზიანი. მას ლაშა ბუღაძე და ლაშა ბაქრაძე ესაუბრებიან.
პროექტი "რატომ ევროპა?" ხორციელდება "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.