4 აპრილს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა.მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი თვეა დარჩენილი, საია მიიჩნევს, რომ უკვე აშკარად იკვეთება ტენდენციები, რომლებიც პოლიტიკური პარტიებისათვის არსებულ არათანასწორ გარემოს კიდევ უფრო აღრმავებს. ეს ეხება როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას და პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნა-დაშინებას თუ სამსახურის გათავისუფლების ფაქტებს. ეს ყველაფერი კი, საიას დასკვნით, იმის დასტურია, რომ ქვეყანაში არასამართლიანი და არაკონკურენტული საარჩევნო გარემოა.
საარჩევნო პროცესებს 2012 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს ოთხ ქალაქში აკვირდებოდა - ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თბილისში. ინფორმაციის წყარო იყო მედია, საჯარო დაწესებულებები და მოქალაქეები, დაკვირვების საგანი - კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანებზე ზეწოლის ფაქტები. საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი საარჩევნო გარემოს ზოგადად ერთი სიტყვით ახასიათებს - უთანასწორო:
”ერთჯერადი ხასიათის პროგრამებს, ვაუჩერებს, აქვს არა სახელმწიფო პროგრამის, არამედ პოლიტიკური პარტიის მხრიდან საჩუქრების ხასიათი, აღიქმება, როგორც ადამიანების მოსყიდვა წინასაარჩევნოდ, რადგან ეს ყველაფერი მართლაც ახდენს გავლენას ამომრჩეველზე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ და არ აღიქმება ისეთ გრძელვადიან პროგრამად, რომელიც სახელმწიფომ დაგეგმა და მას ასეთივე გრძელვადიანი ეფექტი უნდა ჰქონდეს.”
აქ იგულისხმება უკვე დაწყებული სასოფლო სამეურნეო ვაუჩერების გაცემის პროგრამა, სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე, ელექტროენერგიის ვაუჩერები, აბრები წარწერებით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - უფასო სასადილო მზრუნველობას მოკლებულთათვის”, და მომავალში დაგეგმილი ინიციატივებიც: მრავალშვილიანი ოჯახების შვილების დაზღვევა, ასაკით პენსიონერების ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვ. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, ლელა ტალიური, ამბობს, რომ, ბოლო დროს განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში არაერთი პრობლემური საკითხი რჩება:
”მაგალითად, საარჩევნო სისტემა, რომელიც საარჩევნო კოდექსით უცვლელი დარჩა. პრობლემაა სახელმწიფო ორგანოებსა და პოლიტიკური პარტიის საქმიანობას შორის გამყოფი ზღვარის არარსებობა, ასევე, საჯარო მოხელეთა მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში...”
საიას ანგარიშში ასევე მოხვდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების არაერთი ფაქტი. არც ერთ საქმეზე, როგორც ჩუგოშვილი განმარტავს, სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. მაგალითად, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ფოთში სკოლის დარაჯი მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მანდატურმა მას გაზეთი ”ქართული ოცნება” აღმოუჩინა. საჩხერის, გორის, საგარეჯოს რაიონების სკოლებიდან არაერთი პედაგოგი გაათავისუფლეს მათი პოლიტიკური სიმპათების თუ მათი ახლობლებისა და ოჯახის წევრების პოლიტიკური საქმიანობის გამო. ცალკე თავადაა გამოყოფილი კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი საქმიანობის ქრონიკა, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მიზნით ხორციელდებოდ და რომლის ფარგლებშიც 295 ადამიანს ჩამოართვეს ახსნა-განმარტება, თუმცა საია აცხადებს, რომ მათ არ აწვდიდნენ საკმარის ინფორმაციას, თუ რა სახის სამართალდარღვევის ფაქტზე იყვნენ დაბარებულები.
8 რეგიონში გასვლას გეგმავს ანალოგიური მონიტორინგისათვის კოალიციაც ”არჩევანის თავისუფლებისათვის”, რომლის წარმომადგენელი, ექპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილიც შენიშნავს, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანია უკვე კარგა ხნის წინ დაიწყო და ის დაწყების დღიდან დარღვევებით მიმდინარეობს:
”ეს ეხება როგორც კონტროლის პალატის ქმედებებს, ისე სხვა ნაბიჯებს, რომლებსაც ადგილობრივი ადმინისტრაციები დგამენ როგორც მოსყიდვის, ისე ზეწოლის კუთხით, და ამ მხრივ ყველაზე მძიმე ვითარება, ჩვენი ინფორმაციით, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლშია. პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებამ კანონში შეტანილი ცვლილებით აკრძალა კერძო ფინანსების გამოყენება პოლიტიკაში და, სამაგიეროდ, დაიდო ბიუჯეტი, რომელსაც სწორედ იმაში იყენებს, რასაც ადრე ამ კერძო ფინანსებს ახმარდა.”
მელაშვილის აზრით, საბიუჯეტო თანხებს არ უნდა ანაწილებდეს ერთი პარტია - ამ შემთხვევაში მმართველი - და, რაც მთავარია, ამ თანხების გაცემას არ უნდა მიეცეს მოსყიდვის ხასიათი.
ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო დროს დაფინანსებული პროგრამები ელექტორატზე გარკვეულ გავლენას ახდენს და მათ გარკვეულ ნაწილს ხელისუფლებისადმი ლოიალურად განაწყობს, ამაზე თბილისის ქუჩებში რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული მოქალაქეებიც საუბრობენ. მათ შორის ერთ-ერთია სტილისტი ეკა სირაძე, რომელიც ამბობს, რომ რაც უნდა მიზერული იყოს, ვთქვათ, რომელიმე ვაუჩერით გათვალისწინებული თანხა, ის ხალხის არჩევანზე მაინც ახდენს გარკვეულ გავლენას:
”ცხადია, წინასაარჩევნო ნაბიჯებია ეს ყველაფერი, საავადმყოფოების გახსნა იქნება თუ სტუდენტური დასაქმების პროგრამა, თუ ვაუჩერი და ა.შ. რატომ აქამდე არ გაუკეთებიათ? როცა რაღაც ხდება, არჩევნები მოდის, სულ მაშინ ემთხვევა. თან ხაზს უსვამენ, რომ ამას ხელისუფლება აკეთებს - თანაც, ბიუჯეტის ხარჯზე. ვინ გააკონტროლებს საიდან რა თანხა იხარჯება?..”

პრობლემაა სახელმწიფო ორგანოებსა და პოლიტიკური პარტიის საქმიანობას შორის გამყოფი ზღვარის არარსებობა, ასევე, საჯარო მოხელეთა მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაშ...ლელა ტალიური