ეგვიპტის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ადლი მანსური ეგვიპტის მოქმედი პრეზიდენტი გახდა გარდამავალ პერიოდში, მას მერე, რაც შეიარაღებულმა ძალებმა შარშან არჩეული პრეზიდენტი მოჰამედ მურსი გადააყენეს. გამოსვლები თითქოს არაბული გაზაფხულის მსგავსი ფორმებით დაიწყო იმავე ტაჰრირის მოედანზე, კაიროში, ასევე ეგვიპტის სხვა ქალაქებში. ძალიან მალე გავრცელდა ცნობა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები - პრეზიდენტ მურსის ქმედებით თუ უმოქმედობით უკმაყოფილო დემონსტრანტები - მართველი პარტიის, „მუსლიმთა საძმოს“, შტაბბინაში შეიჭრნენ. არმიამ, რომელიც ეგვიპტეში, ტრადიციულად, ყველა თვალსაზრისით დიდ ძალას წარმოადგენს, 48 საათიანი ულტიმატუმი წაუყენა მურსის. თავდაცვისა და სამხედრო წარმოების მინისტრმა, მთავარსარდალმა, გენერალმა აბდელ ფატა ალ-სისიმ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი მოჰამედ მურსი და მისი ოპონენტები ვერ მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას, სამხედროები მათ თავიანთ „გზამკვლევს“ შესთავაზებენ. ოთხშაბათს ყველაფერი სწრაფად მოხდა. ალ-სისის თანახმად, მურსიმ ვერ შეძლო ეგვიპტის ხალხის მოთხოვნების შესრულება:
„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ მივაღწევდით ეროვნულ დიალოგს, რომელიც დაასრულებდა ძალადობას, მოიტანდა ეგვიპტის ხალხის უსაფრთხოების სტაბილურობას. მაგრამ პრეზიდენტის წუხანდელი განცხადება, რომელიც გადაიცა 48 საათიანი ულტიმატუმის გასვლამდე, არ იყო ხალხის მოთხოვნაზე პასუხი. ამიტომ შეიარაღებული ძალები იძულებულნი იყვნენ, მოლაპარაკება გაემართათ სახელმწიფო და პოლიტიკურ ფიგურებთან, ასევე ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებისას შეკრებილები შევთანხმდით საგზაო რუკის თაობაზე, რომელიც შეიცავს საწყის ზომებს ეგვიპტეში ძლიერი და ერთიანი საზოგადოების შესაქმნელად და ქვეყანაში ძალადობისა და კონფლიქტის შესაწყვეტად“.
ოთხშაბათს სამხედროებმა გააუქმეს ისლამისტების მიერ მიღებული კონსტიტუცია და პირობა დადეს, რომ ახალ არჩევნებს დანიშნავენ. სისის, როცა ეს განცხადება გააკეთა, გვერდში ედგნენ პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები, ასევე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები, გენერლები. ეგვიპტელი ქრისტიანების, კოპტების მამამთავარმა, პაპმა ტავადროს მეორემ, ასევე ეგვიპტის ლიბერალური ოპოზიციის ლიდერმა მოჰამად ელ-ბარადეიმ მოკლედ განაცხადეს, რომ ემხრობიან სამხედროთა „გზამკვლევს“, როგორც კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალებას. ეგვიპტეში საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი ადლი მანსური უკვე დანიშნეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ ცერემონიაზე მანსურმა შეაქო არმიის ნაბიჯები და მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომელთაც მურსის ჩამოგდება მოჰყვა. თუმცა მან დასძინა, მურსის პოლიტიკური მოძრაობა, „მუსლიმთა საძმო“, ხალხის ნაწილია და მანაც უნდა მიიღოს მონაწილეობა „ერის მშენებლობაშიო“. მანსურმა ფიცი დადო:
„ვფიცავ, რომ დავიცავ რესპუბლიკურ სისტემას, პატივს ვცემ კანონს და კონსტიტუციას, ვიქნები ხალხის ინტერესების დამცველი, შევინარჩუნებ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას“.
მურსის გადაყენებაზე ცნობას ეგვიპტეში ბევრი სიხარულით შეეგება. დიდი ზეიმი იყო ტაჰრირის მოედანზე. თვითონ მურსის, ეგვიპტის პირველი არჩეული პრეზიდენტის აზრით, ის, რაც ეგვიპტში მოხდა, გადატრიალებაა. ეგვიპტის ბევრ ქალაქში გავიდნენ ქუჩებში მურსის მოწინააღდმეგეები. ამავე დროს, არმიის შენაერთები კაიროსა და სხვა ქალაქებში გარს შემოერტყნენ ისლამისტთა საპროტესტო აქციების მონაწილეებს. ცნობილი გახდა, სულ მცირე, ერთი შემთხვევა, როცა ისლამისტებმა ესროლეს პოლიციას, რასაც ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ მორსი მისი გადაყენებიდან სულ მცირე ხანში ლაპარაკობს:
„ცდილობენ წაგვართვან რევოლუციის მონაპოვარი. კვლავ უკან ვბრუნდებით, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, რასაც მე საერთოდ უარვყოფ და არ ვიზიარებ. პირდაპირ ბრძანებას ვაძლევ ყველა ძალას, უშიშროების სამსახურებს და უწყებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეიარაღებულ ძალებს, შეასრულონ თავიანთი ამოცანა - მკაფიოდ და სწრაფად დაიცვან სახელმწფოს უშიშროება, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლის ღვრა და აღდგეს კანონიერება“.
ამ ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა არ დასტურდება. გამოცხადდა ასევე, რომ სამხედროებმა დახურეს სამი ტელეარხი, რომლებსაც ისლამისტები მართავდნენ. ეგვიპტის არმიის გადაწყვეტილებას, გადაეყენებინა პრეზიდენტი მუჰამედ მურსი, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურა განცხადებით, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია“ სამხედროთა ამ ნაბიჯით, და დასძინა, რომ ვაშინგტონი ისურვებდა ეგვიპტეში მალე დაბრუნდეს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა. ამასთან, ობამამ თქვა, ვაშინგტონი გადახედავს ეგვიპტისთვის გამოყოფილი დახმარების საკითხსო. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი „სიმშვიდის, არაძალადობის, დიალოგისა და თავშეკავებისკენ“ მოწოდებით გამოვიდა. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი ყველა მხარეს მოუწოდებს „სწრაფად დაუბრუნდნენ დემოკრატიულ პროცესს“. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გუიდო ვესტერველე აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ეგვიპტეს „ყურადღებით და დიდი შეშფოთებით“ აკვირდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეგვიპტის ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა. სირია მიესალმა მურსის გადაყენებას და ამას „დიდი მიღწევა“ უწოდა. ისრაელს განცხადება არ გაუკეთებია. გავრცელებული ცნობებით, ადგილი, სადაც მურსი და მისი ახლო მოკავშირეები ჰყავთ დაკავებული, არ ხმაურდება.
„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ მივაღწევდით ეროვნულ დიალოგს, რომელიც დაასრულებდა ძალადობას, მოიტანდა ეგვიპტის ხალხის უსაფრთხოების სტაბილურობას. მაგრამ პრეზიდენტის წუხანდელი განცხადება, რომელიც გადაიცა 48 საათიანი ულტიმატუმის გასვლამდე, არ იყო ხალხის მოთხოვნაზე პასუხი. ამიტომ შეიარაღებული ძალები იძულებულნი იყვნენ, მოლაპარაკება გაემართათ სახელმწიფო და პოლიტიკურ ფიგურებთან, ასევე ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებისას შეკრებილები შევთანხმდით საგზაო რუკის თაობაზე, რომელიც შეიცავს საწყის ზომებს ეგვიპტეში ძლიერი და ერთიანი საზოგადოების შესაქმნელად და ქვეყანაში ძალადობისა და კონფლიქტის შესაწყვეტად“.
ოთხშაბათს სამხედროებმა გააუქმეს ისლამისტების მიერ მიღებული კონსტიტუცია და პირობა დადეს, რომ ახალ არჩევნებს დანიშნავენ. სისის, როცა ეს განცხადება გააკეთა, გვერდში ედგნენ პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები, ასევე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები, გენერლები. ეგვიპტელი ქრისტიანების, კოპტების მამამთავარმა, პაპმა ტავადროს მეორემ, ასევე ეგვიპტის ლიბერალური ოპოზიციის ლიდერმა მოჰამად ელ-ბარადეიმ მოკლედ განაცხადეს, რომ ემხრობიან სამხედროთა „გზამკვლევს“, როგორც კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალებას. ეგვიპტეში საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი ადლი მანსური უკვე დანიშნეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ ცერემონიაზე მანსურმა შეაქო არმიის ნაბიჯები და მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომელთაც მურსის ჩამოგდება მოჰყვა. თუმცა მან დასძინა, მურსის პოლიტიკური მოძრაობა, „მუსლიმთა საძმო“, ხალხის ნაწილია და მანაც უნდა მიიღოს მონაწილეობა „ერის მშენებლობაშიო“. მანსურმა ფიცი დადო:
„ვფიცავ, რომ დავიცავ რესპუბლიკურ სისტემას, პატივს ვცემ კანონს და კონსტიტუციას, ვიქნები ხალხის ინტერესების დამცველი, შევინარჩუნებ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას“.
ცდილობენ წაგვართვან რევოლუციის მონაპოვარი. კვლავ უკან ვბრუნდებით, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, რასაც მე საერთოდ უარვყოფ და არ ვიზიარებ...მურსი