Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში ვითარება უკიდურესად იძაბება


ეგვიპტის პრეზიდენტ მოჰამედ მურსის მომხრეები კაიროში, რაბა ელ-ადვიას მეჩეთთან ლოცულობენ მისი მხარდაჭერის ნიშნად
ეგვიპტის პრეზიდენტ მოჰამედ მურსის მომხრეები კაიროში, რაბა ელ-ადვიას მეჩეთთან ლოცულობენ მისი მხარდაჭერის ნიშნად
ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მკაცრ პასუხს გასცემს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. ამ განცხადების ფონია იმ ბოლო ვადის მოახლოვება, რომელიც არმიამ დაუწესა პრეზიდენტ მუჰამედ მურსის ოპოზიციასთან კომპრომისის საპოვნელად. წინააღმდეგ შემთხვევაში არმია თავის გეგმას წარმოადგენს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით. სახელმწიფო მედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, არმია დაითხოვს პარლამენტს, - რომელშიც დომინანტურ ძალას ისლამისტები წარმოადგენენ, - განახორციელებს საკონსტიტუციო ცვლილებებს და დანიშნავს დროებით მთავრობას, რომელიც ქვეყანას საპრეზიდენტო არჩევნებამდე მართავს. ეგვიპტის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ოთხშაბათს შეხვედრები გამართა ოპოზიციის ლიდერთან, მუჰამედ ელ-ბარადეისთან და სუნიტების და კოპტების ლიდერებთან. სამშაბათს ღამით პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებებს კაიროში სულ მცირე 23 ადამიანი შეეწირა. ამით 39-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კვირას დაწყებულ გამოსვლებს ემსხვერპლნენ.
XS
SM
MD
LG