ეგვიპტეში გაურკვეველი ვადით გადადეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება, რაც კიდევ უფრო ამწვავებს დაძაბულობას ამ ქვეყანაში. დაძაბულობას იწვევს არა მარტო დაპირისპირება პრეზიდენტობის ორი კანდიდატის მომხრეებს შორის, არამედ ეგვიპტის მმართველი სამხედრო საბჭოს ბოლოდროინდელი ნაბიჯებიც, რომლებიც ზღუდავს ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილებებს.
ექსპერტები, რომლებიც თვალს ადევნებენ ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს, შიშობენ, რომ არჩევნების შედეგის გამოცხადების გადადება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესისადმი მოსახლეობის ნდობას. „ამ გადადებით ყველა წაგებული რჩება. ის კიდევ უფრო ასუსტებს სამხედროების მიმართ ნდობას. მაგრამ თუ ახლა ისტაბლიშმენტის კანდიდატს, აჰმედ შაფიკს გამოაცხადებენ გამარჯვებულად, ამას უბრალოდ მიეცემა ინტერპრეტაცია, რომ არჩევნები გაყალბდა, ან არჩევნების შედეგი გაუქმდა - არმიისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ. ჩემი აზრით, ეს გამოიწვევს ნამდვილ რისხვასა და იმედგაცრუებას, რაც შესაძლოა, ქუჩებსაც მოედოს“, - ვარაუდობს ლონდონში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის, „ჩეტემ ჰაუსის“ ექსპერტი შაშანკ ჯოში.
ეგვიპტის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში - ორგანიზაცია ”მუსლიმთა საძმოს” წარმომადგენელი მუჰამედ მურსი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ შაფიკი - საკუთარ თავს აცხადებს არჩევნებში გამარჯვებულად. ქვეყნის ამჟამად მმართველი სამხედრო საბჭოს მხარდაჭერით ეს უკანასკნელი სარგებლობს.
ორი კანდიდატის მომხრეებს შორის უნდობლობა გაძლიერებულია მას შემდეგ, რაც სამხედროებმა ბევრი უფლებამოსილება დაიკანონეს ამ ერთი კვირის წინ პარლამენტის დათხოვნის შემდეგ. რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნას, ეს მოხდა ეგვიპტის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. არადა, პარლამენტში მუსლიმთა საძმოს დეპუტატები დომინირებდნენ. ისინი „მსუბუქ სახელმწიფო გადატრიალებად“ მიიჩნევენ პარლამენტის დათხოვნას ჰოსნი მუბარაქის პერიოდის ისტაბლიშმენტის წარმომადგენლების მიერ - საკონსტიტუციო სასამართლოში სწორდ მუბარაქის მმართველობის დროს დანიშნული მოსამართლეები მუშაობენ. ახლა პარლამენტი ცარიელია და არც ვადამდელი არჩევნები დაუნიშნავთ...
ეგვიპტეში ხშირად ისმის შეკითხვა: იქნებ მართლაც შესაძლებელია, რომ სამხედროებმა დაუშვან მუსლიმთა საძმოს კანდიდატის, მუჰამედ მურსის პრეზიდენტად გამოცხადება, რახან თვითონ მოიპოვეს მისი ძალაუფლების შეზღუდვის ბერკეტები? ექსპერტების განმარტებით, ყველაზე ძლიერი ბერკეტი, რომელიც გენერლებმა მოიპოვეს პარლამენტის დაშლის შემდეგ, არის სრული კონტროლი ჰოსნი მუბარაქიის მმართველობის შემდგომი კონსტიტუციის შექმნაზე.
ვინც უნდა გახდეს პრეზიდენტი, ეჭვს არ იწვევს, რომ კვლავაც გაგრძელდება დაპირისპირება ერთი მხრივ მუსლიმთა საძმოს, მეორე მხრივ კი სამხედროებსა და მუბარაქის პერიოდის ისტაბლიშმენტს შორის.
ამ დაძაბულობის ფონზე ვრცელდება ცნორბები ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამ კვირაში მედიის ნაწილი მის კლინიკურ სიკვდილზე იუწყებოდა. მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტი კომაშია.