დღეიდან, 1 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება. დოკუმენტის ოფიციალურად ამოქმედებას წინ უძღოდა შეთანხმების რატიფიცირების თითქმის ორწლიანი პროცედურა, რომელიც დასრულებულად 2016 წლის 23 მაისს გამოაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ. მანამდე რატიფიკაციის პროცესი მიმდინარეობდა ევროპარლამენტში დაევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები. „შეთანხმების უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში რატიფიკაცია ცალსახად წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდაჭერას“ - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მისი განმარტებით, დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა შეთანხმებისყველა დებულება და ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, ეს პროცესი შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართება. ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შეთანხმებას ხელი მოაწერეს 2014 წლის 27 ივნისს. შეთანხმება დროებით მოქმედებდა2014 წლის 1 სექტემბრიდან.