„სოციალური სახელმწიფო“ და „ეკონომიკური თავისუფლება“ კონსტიტუციის პროექტში

თორნიკე ჩივაძე (მარცხნივ) და ლევან ფავლენიშვილი

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში ერთმანეთის მიყოლებით ჩაიწერა ორი მუხლი: „სოციალური სახელმწიფო“ და „ეკონომიკური თავისუფლება“. ერთის - მე-5 მუხლის - თანახმად, „სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე“, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მე-6 მუხლში კი წერია: „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“. როგორ არის შესაძლებელი ამ ორი პოზიციის თანაარსებობა საქართველოს რეალობაში? - ამ საკითხზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია სტუმრები, რომელთა შორის დისკუსიის ძირითადი ნაწილი დაეთმო როგორც მოქმედ კონსტიტუციაში, ისე პროექტში გადასულ ჩანაწერს საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადის დაწესებასა ან გაზრდაზე რეფერენდუმის აუცილებლობის შესახებ. „სადისკუსიო მაგიდის“ სტუმრები არიან: თორნიკე ჩივაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოების კვლევის ცენტრის“ მკვლევარი, და ლევან ფავლენიშვილი, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.

Your browser doesn’t support HTML5

„სოციალური სახელმწიფო“ და „ეკონომიკური თავისუფლება“ კონსტიტუციის პროექტში