Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვახტანგ ჭარაია


სტუმრად ჩვენს ეთერში: ვახტანგ ჭარაია
please wait

No media source currently available

0:00 0:41:46 0:00

19 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ ჭარაია, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი. მან ილაპარაკა სოციალური სახელმწიფოსა და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპების თანაარსებობის საკითხზე. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დისკუსია წარმოიშვა, არის მოქმედი კონსტიტუციის 94 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც, "საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას". ვახტანგ ჭარაია თვლის, რომ ამ ტიპის ჩანაწერი "არაფერს გვაძლევს", რადგან მოსახლეობა არასდროს დაუჭერს მხარს გადასახადის გაზრდას. მეორე მხრივ, თუკი ეს ჩანაწერი ინვესტორის მოსაზიდად არის, ვახტანგ ჭარაიას აზრით, გადასახადის ოდენობა არ არის უპირველესი და ერთადერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ინვესტორი გადაწყვეტილებას იღებს.

ვახტანგ ჭარაია "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:23 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG