ლოგიკურია თუ არა პროკურატურის მხრიდან განხორციელებული დაკავებების სერია; რა კითხვები ისმის საზოგადოებაში უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით; რა მიზნით დაბრუნდნენ საქართველოში ბაჩო ახალია და ირაკლი ოქრუაშვილი - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში სადისკუსიო მაგიდასთან მოვიწვიეთ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი და ნაზი ჯანეზაშვილი, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი.