არგენტინიდან რუსეთამდე - დავით ქლიბაძის საფეხბურთო შეფასებები

სპორტული ჟურნალისტი დავით ქლიბაძე მეთერთმეტედ დაესწრება მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს. ქლიბაძე ერთადერთია საქართველოში, რომელიც 10 მსოფლიოს და 10 ევროპის ჩემპიონატზეა ნამყოფი. პირველად 1978 წელს, არგენტინაში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე იმუშავა. მეთერთმეტე ვიზიტი კი ივნის-ივლისში, რუსეთში ელის.