დაიხურა სამი საბავშვო ბაღი
Your browser doesn’t support HTML5
თბილისის სამი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას წყვეტს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ეფუძნება, რომლის თანახმადაც, ბაღების შენობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნა ბაღების სააგენტოს ჩაბარდა 24 იანვარს, ღამით,და მათ ბაღებში სააღმზრდელო პროცესის გაუქმების გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღეს. გვიან ღამითვე ეცნობა ამის შესახებ ბაგა-ბაღების ადმინისტრაციასაც და აღსაზრდელთა მშობლების გაფრთხილება ვერ მოესწრო. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, 29 იანვრიდან მე-19-ე, 125-ე და 84-ე ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები და აღმზრდელები რაიონში არსებულ სხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან. პარალელურად დაიწყება აღნიშნული ბაგა-ბაღების შენობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები.