დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ახლოვდება

მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საპენსიო რეფორმის განხორციელებას. ახალი, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2017 წლის შემოდგომაზე უნდა ამოქმედდეს და მასზე მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს, როგორც პენსიონერთა უზრუნველყოფის, ასევე კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით.

ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რის განხორციელებასაც მმართველი პოლიტიკური ძალა ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ შეეცდება, არის საპენსიო რეფორმა. დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა მთავარი შემადგენელია იმ ოთხპუნქტიანი გეგმისა, რომლის მეშვეობითაც მთავრობას საქართველოს ეკონომიკის განვითარება სურს. ამის შესახებ, 2016 წლის მანძილზე, არაერთხელ ისაუბრეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა. ბიზნესმენებთან ერთ-ერთ უკანასკნელ შეხვედრაზე, რომელიც 30 აგვისტოს გაიმართა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის გასატარებლად საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დიდი დრო დაკარგა.

Your browser doesn’t support HTML5

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ახლოვდება