თუკი ერთსა და იმავე ვიზიტზე არ ხდება ვაქცინაცია, მაშინ, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ორკვირიანი შუალედი უნდა დაიცვათ.
„მოგიწოდებთ, დავიწყოთ გრიპზე აცრა, ვისაც ეკუთვნის სახელმწიფოს მიერ შესყიდული 200 000 ვაქცინა. გრიპზე ვაქცინაცია უკვე დაწყებულია... დღეიდან მიცემული აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს რეკომენდაცია, რომ გაიხსნას აცრები ყველა ჯგუფისთვის, ვინც ჩამონათვალშია“, - მიმართა მოსახლეობას ამირან გამყრელიძემ.
ამავე თემაზე სპეციალური ჯგუფებისთვის გრიპზე უფასოდ ვაქცინაცია დაიწყო - ვის შეუძლია აცრაექიმები ამბობენ, რომ თუკი გრიპის ვირუსის და კორონავირუსის ცირკულაცია ერთმანეთს დაემთხვევა, პაციენტები და ჯანდაცვის სფერო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, სწორედ ამიტომ ისინი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
„რისკი იმის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს ერთდროულად კორონავირუსით და გრიპითაც, იზრდება და ეს რისკი არ არის მხოლოდ ინფიცირება, ამ რისკის უკან დგას დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა, სამწუხაროდ, გარდაცვალების უფრო მაღალი რისკიც“, - თქვა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
ასევე ნახეთ რა შეიძლება მოხდეს, თუკი „ტვინდემიის” ტალღა დაიწყება?