ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით. ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ კომისია საკითხების ფართო სპექტრს განიხილავს. მან აღნიშნა, ასევე, რომ მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ განზრახული გააძლიერონ საქართველოს მხარდაჭერა.