ბრძოლა ძუძუს კიბოს ენერგიის წყაროს წინააღმდეგ
Your browser doesn’t support HTML5
ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოტექნოლოგიებისა და ბიომედიცინის ცენტრის მკლევრებს რამდენიმე ნაბიჯი აშორებთ ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული დაავადების, კიბოს, დამარცხებამდე. ოთხწლიანი კვლევა, რომელშიც მონაწილეობდნენ ავსტრალიელი და ჩეხი მეცნიერები, დასრულდა ახალი მედიკამენტის შექმნით, რომლის სახელწოდებაც არის „მიტოტამი“. პრევენციულ მედიცინაში გამოცდილი პრეპარატის, ტამოქსიფენისგან განსხვავებით, რომელიც არ აღმოჩნდა უნივერსალური ყველა სახეობის კიბოსთან ბრძოლის საქმეში, მიტოტამი მიმართულია სიმსივნის გამომწვევი ყველაზე აგრესიული უჯრედის, ე. წ. „კიბოს აგრეგატის“, მიტოქონდრიის, წინააღმდეგ.