გამომცემლობა "დიოგენემ" ერთდროულად გელა ჩქვანავას ორი წიგნი გამოსცა, "სოდგარენელი შ" და "ჭიანჭველები" - მოთხრობების კრებულები, რომლებიც სტილურადაც განსხვადება ერთმანეთისგან და თემატურადაც.
პირველ კრებულში 4 ვრცელი მოთხრობაა შესული: "მონადირე", "სოდგარენელი შ", "აგარაკზე" და "ნიკო" - მოთხრობები, რომლებსაც გარკვეული ჟანრული თუ სტილური ერთიანობა აკავშირებთ. ესაა ტრადიციული თუ პირადი მითოსის, ოცნებისა და ლიტერატურული ესკაპიზმის ნაზავი, სადაც ავტორი მაქსიმალურად ცდილობს დაშორდეს რეალობას. როდესაც გელას ამ კრებულის შესახებ ვკითხე, მიპასუხა, რომ მისთვის მთავარი იყო რეალობიდან გაქცეულიყო, შეექმნა რაღაც ფანტასტიკური სამყარო, ფანტასტიკური სიტუაციებითა და გმირებით. შესაძლოა ბევრს ამ ვრცელმა მოთხრობებმა ანდრეი პლატონოვის ზოგიერთი ნაწარმოებიც გაახსენოს. და ეს, არსებითად, ალბათ სწორი პარალელიც იქნება, რადგან არავის ისეთი გულმოდგინებით არ კითხულობს ხოლმე გელა ჩქვანავა, როგორც ანდრეი პლატონოვს. ეს ერთგვარი კოლხური, აფხაზური მაგიური რეალიზმია, რომლის ნიშნები ყოველთვის იყო გელასთან, მაგრამ ამ კრებულში განსაკუთრებით გამოჩნდა. როდესაც წიგნის ერთ-ერთ რედაქტორს, გურამ ბერაძეს, ვკითხე როგორი იყო მისი პირველი შთაბეჭდილება, ასეთი რამ მითხრა: „სოდგარენელი შ“-ს კითხვისას გგონია ავტორი შენთვის უცნობი ფოლკლორის გმირებზე წერს - თავად შ-ს და მთელ სოდგარენს, კაკუბას „მონადირეში“ შიშველი ვნებები ამოძრავებთ და ყველა მათ ნაბიჯში, მოქმედებაში, მოკლედ, მთელ წიგნში, ყველაზე უტყუარი ლოგიკა მოქმედებს - სიზმრის თუ ზღაპრის ლოგიკა".
რედაქტორმა რაღაც ძველი კოლხური დამზაფრავი ისტორიებიც ახსენა, რომელთაც გელა იყენებს და რომლებიც სინამდვილეში არც კოლხურია და არც ძველი, არამედ თავიდან ბოლომდე გელას გამონაგონია. რაც ამ მწერალს არასდროს ღალატობს ხოლმე, ფანტაზიაა. გელას ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ან გააგრძელოს ამბავი. იგი გამომგონებელია, მხლართველი... ახალ-ახალი ისტორიების, ახალი სიუჟეტური ხაზების თხზვა იტაცებს... მერე რა, რომ შეიძლება დააბნიოს კიდეც მკითხველი ამდენმა პერსონაჟმა და ამბავმა.
განსხვავებულია მეორე კრებული, "ჭიანჭველები", სადაც ძირითადად ნოველებია შესული, თანამედროვე თუ ბოლო ერთი-ორი ათწლეულის ამბები, ძირითადად სოხუმური ისტორიები. სხვათა შორის, გელა ჩქვანავა სოხუმური ტექსტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორია. არც ქართულ, არც აფხაზურ ან რუსულ ენაზე ასეთი მთლიანი სამყაროს შექმნა არავის უცდია, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმს ბრწყინვალე აპოლოგეტები ჰყავდა და ჰყავს. ესაა სოხუმი როგორც იოკნაპატოფა ან უაინსბურგი, რეალური და, იმავდროულად, ოცნების სოხუმი... პერსონაჟები, რომლებიც მოთხრობიდან მოთხრობაში გადადიან... გრძნობები, სიტყვები, ადგილები, რომლებიც ახალ-ახალი მნიშვნელობებით ივსებიან. მართალია, "ჭიანჭველებში" ცოტათი შეცვლილია ხედვის კუთხე, მაგრამ მაინც ჩანს ის განუმეორებლობა, რაც ქალაქსაც და მწერალსაც ერთნაირად ახასიათებთ. გელა ასეLაფასებს ყველაფერ ამას:
"სოხუმი ისეთი ქალაქი იყო, რომ სხვადასხვა უბანს სხვადასხვა კოლორიტი, სხვადასხვა თავისებურება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ უბნებად არ ვყოფდით ხალხს, უფრო მეტად ვყოფდით იმის მიხედვით, თუ რომელ კაფეში აბირჟავებდნენ, სად უყვარდათ სიარული, ყავას სად სვამდნენ და სად ქეიფობდნენ ხოლმე - ზღვაზე, ქალაქგარეთ თუ სად... უბნების მიხედვით შეგეძლო დაგეხასიათებინა ტიპები, იმიტომ რომ ბევრი სახასიათო მომენტი იყო. ძიძარიას ქუჩა, მაგალითად, საერთოდ სხვა სამყარო იყო. აქ არეული იყო ერთმანეთში კერძო სახლები და კორპუსები და ბევრი რამე გაწონასწორებული იყო. აი, დავუშვათ კორპუსის მცხოვრებლები ქორწილებს იხდიდნენ ან ჭირის სუფრებს... ამ დროს ჩვენ მივდიოდით და ისე ვაკეთებდით ყველაფერს, როგორც კერძო სახლებში კეთდებოდა - სუფრის მომსახურება, მერიქიფეობა, ღვინის დასხმა და ა.შ. მე ხშირად მიწევდა ასეთი რაღაცები... და მინდა ამ ყველაფერზე დავწერო, რომ არ დაიკარგოს."
ეს ამბები, გრძელი აღწერები, ტრადიციები, უცნაურობები, ცრურწმენები - გელას საყვარელი მასალაა. თხრობა ხშირად მონოტონურია, ზოგჯერ კი დინამიკით სავსე. ნებისმიერ შემთხვევაში, გელა ბოლომდე ამუშავებს თემას, ზოგჯერ სანტიმენტალურია, ხანდახან მკაცრი, ცივსისხლიანი. მაგალითად, მის ამ კრებულს, "ჭიანჭველებს", ბედისწერის თემა აერთიანებს. ყველგან რაღაც საბედისწერო, ტრაგიკული ამბავი ხდება და ეს თემატური მთლიანობა ნაწილობრივ რედაქტორების დამსახურებაცაა:
"მოთხრობების განსაზღვრული რაოდენობა მივეცი გამომცემლობა "დიოგენეში" რედაქტორს, გურამ ბერაძეს... ჭიანჭველების მოთხრობები მან აირჩია - ის მოთხრობები, სადაც საუბარი იყო ბედისწერაზე, ბედისწერის თემას ეხებოდა. იქ სხვა მოთხრობებიც იყო, ცოტა იუმორისტული, მაგრამ რედაქტორმა სხვა არჩევანი გააკეთა და მეც მომეწონა კრებული..."
ეს რედაქტორი, სხვათა შორის, ერთხელ ჩემთან საუბრისას ერთ მნიშვნელოვან თემას შეეხო, რომელიც ბოლო დროის მანძილზე ხშირად გვაწუხებს ხოლმე. საუბარი გელას ძველ კრებულზე - "კოლორიტებზე" -გვქონდა და ამ დროს ჩამოვარდა სიტყვა ისეთ საკითხზე, როგორიცაა “ქართველები და ზღვა”. ჰოდა, გურამმა მითხრა, გელას სოხუმი ზღვისთვის ზურგშექცეული ქალაქი არაა, როგორც სხვა ქართული ზღვისპირა ქალაქები და, საერთოდ, ქართული ლიტერატურაო. გურამმა ჭოლა ლომთათიძის ერთი მოთხრობა გაიხსენა, სადაც ზღვა რაღაც სიზმარივით მოჩანს, ხოლო გელასთან, გელას ზღვისპირა ქალაქში კი პირიქითაა - ზღვა ყველაზე ცხადი რამეა, ყველაზე ნამდვილი.
გელასთან პროფესიონალ მეთევზე პერსონაჟებსაც კი შეხვდებით. ზოგი მათგანი ტბაზე ან მტკვარზე თევზაობს, მაგრამ მათი უმრავლესობა მაინც ზღვაზე თევზაობს და, რაც მთავარია, ამით ირჩენს თავს. გელასთან საერთოდ ძალიან ბევრი ხელობის ხალხია, ადამიანები, რომლებიც თავიანთი ნახელავით ცხოვრობენ. თავად გელასაც ბევრი რამე ეხერხება, პარკეტსაც დააგებს, კაფელს გააკრავს, ღვინოს დააყენებს, "აპალოვკას" შეკრავს... და, რაც მთავარია, გელას თხზვა ეხერხება, მაგარი ამბების თხზვა, დაუჯერებელი სვლებით და ლოგიკური დასასრულით.
სხვათა შორის, გუშინწინ "საბას" “შორთლისთი” გამოცხადდა და, ჩემდა გასაკვირად, გელას არც ერთი ეს კრებული არ მოხვდა ჟიურის მიერ შედგენილ ფინალურ სიაში - არც "სოდგარენელი შ" და არც "ჭიანჭველები". სამწუხაროა, რომ წლევანდელი "საბა" ყველაზე მონდომებული დაMმშრომელი, მოუთოკავი ფანტაზიის მქონე ქართველი მწერლის გარეშე დარჩა.