“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ქართულ ენაზე გამოსცა დიდი შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის ავტობიოგრაფია.
ინგმარ ბერგმანის Laterna Magica პირველად რუსულად წავიკითხე 90-იანი წლების დასაწყისში. როგორც ჩანს, მაშინ ეს წიგნი საკმაოდ დიდი ტირაჟით გამოსცეს, იმიტომ, რომ შემდეგაც არაერთხელ შემხვედრია ბუკინისტებთან. სხვადასხვა ფასად იყიდებოდა – ლარადაც და ათ ლარადაც. ახლა წიგნი უკვე ქართულადაც გვაქვს, თანაც დედნის ენიდან, შვედურიდან თარგმნილი ლიკა ჩაფიძის მიერ.
თავის დროზე ამ წიგნის გამოსვლას დაემთხვა ბერგმანის კინოდან წასვლაც, 1986-1992 წლებში მას არაფერი გადაუღია და შემდეგაც მხოლოდ დოკუმენტურ თუ სატელევიზიო ფილმებს იღებდა, თავისი ბოლო დიდი ფილმიდან, “ფანი და ალექსანდერიდან” (1982) მოყოლებული – სიცოცხლის ბოლომდე. მწერლის და მთარგმნელის, დათო გაბუნიას აზრითაც, წიგნი თავის დროზე ბერგმანის კინოკარიერის დასრულებას მოასწავებდა:
“ეს წიგნი ბერგმანმა დაწერა 1986 წელს, როგორც ვიცით, შესაძლოა 87-შიც მაგრამ ამას ახლა არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა... ანუ მაშინ, როდესაც აქტიური კინოკარიერა უკვე დამთავრებული ჰქონდა. წიგნი საინტერესოა იმით, რომ ცოტა იმედს გაუცრუებს კინოს მოყვარულებს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ Laterna Magica ჰქვია წიგნს, იგი უფრო მეტწილად თეატრზეა და მის ადრეულ ბავშვობაზე. აქ არეულია ქრონოლოგია, იგი ჰყვება ბევრ სხვადასხვა ისტორიას, სადაც თხრობაში ლინეარული თანმიმდევრობა არ არის. კარგი იქნება, თუკი თეატრის მოყვარულები დაინტერესდებიან ამ წიგნით, იმიტომ, რომ ჩვენში ბერგმანი ცნობილია როგორც დიდი კინორეჟისორი, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში. მაგრამ ის არანაკლებ წარმატებული თეატრის რეჟისორიც იყო მთელი თავისი კარიერის მანძილზე. ის თავიდან თეატრის რეჟისორი იყო და მხოლოდ შემდეგ გახდა კინორეჟისორი. ამიტომ იგი უფრო მეტს წერს თეატრზე და, ვფიქრობ, ძალიან დააინტერესებს თეატრის მოყვარულებს. თუ გადახედავენ, კარგი იქნება”.
თეატრალური ეპიზოდების მოყვანა მრავლად შეიძლება წიგნიდან, მაგრამ მე ერთს დავიმოწმებდი, რომელიც ლოურენს ოლივიეს ეხება. 1970 წელს სწორედ მას დაურწმუნებია ბერგმანი ლონდონის ნაციონალურ თეატრში იბსენის “ჰედა გაბლერი” დაედგა მეგი სმიტით მთავარ როლში. ოლივიეს თურმე სიმსივნე ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად ყოველ დილით, 9 საათზე, ადმინისტრაციის ოთახში მოდიოდა და მთელ დღეს სამუშაო მაგიდასთან ატარებდა, თუ, რა თქმა უნდა, სპექტაკლები და რეპეტიციები არ ჰქონდა. სპექტაკლები კი ოლივიეს ძალიან ხშირად ჰქონდა – ზოგჯერ დღეში ორჯერაც კი უწევდა თამაში. გარდა ამისა, იგი სპეციალურად იცლიდა იმისთვის, რომ დილაობით ბერგმანთან დაელია ფინჯანი ყავა და მისთვის გრძელ-გრძელი ლექციები წაეკითხა შექსპირის შესახებ. ბერგმანი მას აღფრთოვანებით უსმენდა და ზოგჯერ კითხვებსაც აყრიდა, რაზეც ყოველთვის ამომწურავ პასუხებს იღებდა სერ ლოურენსისგან.
თავის წიგნში ბერგმანი ხშირად აფასებს საკუთარ შემოქმედებას, და რაც მთავარია, აფასებს კრიტიკულად. მაგალითად, 1985 წელს მას ერთი იდეა აკვიატებია თურმე, რომელიც საშუალებას იძლეოდა მაქსიმალურად მიახლოებოდა მუნჯი კინოს ესთეტიკას. მას სურდა რაც შეიძლება დიდი მონაკვეთები გადაეღო დიალოგებისა და აკუსტიკური ეფექტების გარეშე. ამას კი შემდეგნაირად ამართლებდა: “როგორც იქნა, შესაძლებლობა გამიჩნდა ბოლო მომეღო ჩემი ‘ყბედი’ ფილმებისთვის.”
იქვეა კიდევ ერთი ირონიული აბზაცი თეატრის საპირფარეშოების შესახებ. ბერგმანი ბავშვობიდან კუჭის მძიმე დაავადებით იტანჯებოდა და ამიტომ, ყველა თეატრში, სადაც კი უმუშავია, მას საკუთარი საპირფარეშო ჰქონდა, წიგნში კი წერდა: “ეს საპირფარეშოები უდავოდ ჩემს მიერ შეტანილი წვლილია ყველა იმ თეატრის განვითარების ისტორიაში”.
კინოს რაც შეეხება, შესანიშნავია ვიქტორ შესტრომთან ერთად “მარწყვის მდელოზე” და ინგრიდ ბერგმანთან ერთად “შემოდგომის სონატაზე” მუშაობის ეპიზოდები და საერთოდაც, ბერგმანი ყველაზე დიდი სიყვარულით სწორედ მუშაობის პერიოდებს იხსენებს და თავისი ცხოვრების საუკეთესო წლებად, მაგალითად, მალმეს თეატრში გატარებული რვა წელი მიაჩნია – როცა ყოველ ზამთარს 3 სპექტაკლს დგამდა, ზაფხულში კი ერთ ან ორ ფილმს იღებდა. იგი სიამოვნებით ამბობს, რომ მაშინ თავისუფალი იყო და თითქმის აღარ რჩებოდა პირადი ცხოვრებისთვის დრო.
“საინტერესო არის ეს წიგნი იმით, რომ პირველი ავტობიოგრაფიული წიგნია მისი და მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედება სულ ავტობიოგრაფიულია და აქა-იქ ყველგან იკითხება ეს მოტივები, ღიად და თამამად მან პირველად თქვა, რომ ეს იყო მისი ავტობიოგრაფია. ანუ თავისი სახელი დაარქვა. იგი ძალიან ღიად ჰყვება თავის არცთუ სასიამოვნო ურთიერთობებზე მამასთან, ძალიან რთულ და უცნაურ ურთიერთობებზე დედასთან და ა.შ. ლიტერატურული ღირებულებაც აქვს ამ წიგნს... ვისაც ბერგმანის სცენარები წაუკითხავს, არ გაუკვირდება, იმიტომ, რომ ბერგმანის ფილმების სრული უმრავლესობა საკუთარი სცენარის მიხედვითაა გადაღებული და ის მხოლოდ თვითონ წერდა ამ სცენარებს, ყოველგვარი დახმარებისა და ასისტენტების გარეშე. ამ ადამიანებს არ გაუკვირდებათ, რომ ბერგმანი კარგი მწერალია. მაგრამ ამ წიგნში განსაკუთრებით მოინდომა, იმიტომ, რომ ეს არ არის კინო, ეს იყო ავტობიოგრაფიული რომანი, თუ ჩანაწერები, მოგონებები,” შენიშნავს დათო გაბუნია.
როგორც დათო გაბუნიას თქმით, ბერგმანი ბევრს წერს თავის ოჯახზე, მშობლებზე, და-ძმაზე. ემოციურად ყველაზე დამუხტული აბზაცები სწორედ ოჯახურ თემებს ეძღვნება, განსაკუთრებით დედასთან საუბრებია აღსანიშნავი. წიგნი ბერგმანის დაბადების ამბებით იხსნება და ამითვე მთავრდება, ოღონდ ამჯერად დედის 1918 წლის ივლისის ჩანაწერები მოჰყავს ბერგმანს, იმ პერიოდის, როდესაც მომავალი რეჟისორი სულ რამდენიმე დღის იყო და მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა.
Laterna Magica-ში თხრობაც თავისებური აქვს ბერგმანს. ეს არ არის უბრალოდ ფაქტების თანამიმდევრობა.
“სხვათა შორის, მე ესეთი აზრიც მომისმენია რამდენიმე ადამიანისგან, ვინც ეს წიგნი წაიკითხა ადრე, რუსულ ენაზე ან სხვა ენებზე, მაგალითად, შვედურად. ანუ ამ ადამიანებს ცოტა მეტი მოლოდინი ჰქონდათ სიუჟეტის განვითარებასთან დაკავშირებით. რომ იქნებოდა ისეთი თხრობა, სადაც დავიწყებდით ბავშვობიდან და დავამთავრებდით ხანშიშესულობით. მაგრამ ასე არ არის ამ წიგნში, რატომ არ არის და ეს კარგია თუ ცუდია, არავინ იცის. თუმცა ალბათ უფრო კარგია, იმიტომ, რომ მოსალოდნელი და იოლად გამოსაცნობი არ არის, თუ რა იქნება შემდეგ გვერდზე”, გვითხრა დათო გაბუნიამ.
ამის დასტურია თუნდაც ერთი ეპიზოდი, როდესაც იგი ჩაპლინის ცხოვრებასთან დაკავშირებულ რომელიღაც ეპიზოდს იხსენებს და სრულიად მოულოდნელად გადადის ამბავზე იმის შესახებ, თუ როგორ ესტუმრა მას სტუდიაში გრეტა გარბო.
განსაკუთრებულია ბოლო თავი, სადაც ბერგმანი ზმანებებში მიდის. ეს უკვე ნამდვილი ბერგმანია, დედის აჩრდილით და გრძელი დიალოგებით, რომელიც უფრო მონოლოგია და არა დიალოგი. ამ თავის დასაწყისში ბერგმანს ერთი ფრაზა წამოსცდება. იგი ბახის საშობაო ორატორიას უსმენს და ფიქრობს: "ღმერთისადმი ბახისეული ერთგულება ჩვენი ურწმუნოების მკურნალია".

იგი უფრო მეტს წერს თეატრზე და, ვფიქრობ, ძალიან დააინტერესებს თეატრის მოყვარულებსდათო გაბუნია

ღმერთისადმი ბახისეული ერთგულება ჩვენი ურწმუნოების მკურნალიაინგმარ ბერგმანი