მერი ტიტვინიძის მიერ თარგმნილი ხულიო კორტასარის “კლასობანა” წელიწადზე მეტია, რაც ქართულ ენაზე გამოვიდა, მისი წაკითხვა უკვე ბევრმა მოასწრო. ზოგმა პირველად სწორედ ქართულად წაიკითხა ეს წიგნი, სხვებმა კი ხელმეორედ გადაავლეს თვალი საყვარელ რომანს. სხვათა შორის, ჩემმა დღევანდელმა სტუმარმა, მწერალმა ნესტან კვინიკაძემაც ხელმეორედ გადაიკითხა წიგნი, შემდეგ კი ბოლოსიტყვაობაც დაწერა “არეტეს” პირველი ქართული გამოცემისთვის:
“თავის დროზე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ქართული პირველი გამოცემის ყდაზე მომეცემოდა საშუალება ჩემი ძალიან გულღია კომენტარი დამეფიქსირებინა, იმიტომ რომ მართლა მოჯადოებული ვიყავი ამ წიგნით ბევრი მიზეზის გამო. ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით, რომელ ეტაპზე ჯობია კორტასარის წაკითხვა... მე ეს წიგნი ძალიან მგზნებარე ასაკში წავიკითხე - 18 წლის რომ ხარ და რაღაც თამაშის წესებს აყოლილი... მაშინ შეიძლება ბევრი რაღაცა გამეპარა კიდეც. მეორე წაკითხვისას, სამწუხაროდ, ძალიან ბევრგან ამოვიცანი საკუთარი თავი. დრო, ალბათ, რომელშიც ახლა გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა, ჩემთვის ძალიან ჰგავდა რომანის დროს.”
წიგნს ძალიან წინააღმდეგობრივი და ღრმა სიტყვები უძღვის წინ, რომელიც ჟაკ ვაშეს მიერ ანდრე ბრეტონისადმი გაგზავნილი წერილიდანაა ამოღებული: “ისე არაფერი კლავს ჩვენში ადამიანს, როგორც იმის აუცილებლობა, რომ წარმოაჩინო შენი ქვეყანა”. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და რომანიც, ნაწილობრივ, ამაზეა, უსასრულო დილემაზე, რომელიც კერძოსა და ზოგადს შორის არჩევანზე გვესაუბრება. აქ, ერთი მხრივ, პარიზია, მეორე მხრივ, ბუენოს-აირესი, წარსული და აწმყო, ქაოსი და წესრიგი, იზოლაცია და ღიაობა... ალბათ, ამიტომაცაა წიგნში სამი ნაწილი, სამი მხარე და თხრობაც ხან “იმ მხრიდან” მიმდინარეობს, ხან “ამ მხრიდან”. წიგნს არასავალდებულო თავებიც აქვს, რომლებიც მესამე ნაწილშია გაერთიანებული, სახელწოდებით - “სხვადასხვა მხრიდან”.
ცხადია, რომანში ბევრი სხვა თემაცაა და ზოგიერთ მათგანს ნესტან კვინიკაძეც შეეხო:
“არ ვიცი ამას რა დავარქვა - შემგუებლობა, უმოქმედობა, გააზრებული აუტიზმი? ანუ როდესაც შენ პრეტენზიას აცხადებ იმაზე, რომ აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ხარ, შემოქმედებითობით, ინტელექტით... მაგრამ ელემენტარულ რაღაცებში, რაც ყველაზე აუცილებელია ადამიანებისთვის, იმას, უბრალოდ, ვერ ახერხებ, ვერაფერს ცვლი.”
მეც ჩემი პირადი დამოკიდებულება მაქვს ამ რომანისადმი. “კლასობანა” 90-იანების დასაწყისში წავიკითხე და იგი ჩემთვის და ზოგიერთი ჩემი მეგობრისთვის აღფრთოვანების საგანს წარმოადგენდა. აქ აღმოვაჩინეთ რომანტიზმისა და ინტელექტუალობის, ეროტიზმისა და მახვილგონივრულობის უცნაური ნაზავი, აქ იყო დიდი სევდა, განშორება, თავყრილობები, ლოთობები და, რაც მთავარია, ჯაზი, ბევრი ჯაზი. სულ მალე ეს წიგნი ჩვენი სიღატაკის, ბოჰემურობისა და სიამაყის სიმბოლოდ, ჩვენი უმწიფრობის მოწმედ და მემატიანედ იქცა.
“კორტასარს რაც შეეხება, ჩემთვის მას თავისი ადგილი აქვს. იგი ერთგვარი ფა დიეზივით არის ჩემთვის ლიტერატურაში და ვფიქრობ, რომ ეს არის მწერალი, რომელსაც ყველაზე კარგად შეეძლო ჭვრეტა და რომელსაც თავის თავზე აქვს ნათქვამი, რომ არის ბურჟუა, არის სნობი, არის ყველაფერი იმის მოყვარული, რაც მხოლოდ ესთეტურობაში ჯდება და მის მიღმა მისთვის არაფერია საინტერესო და რომელიც არ გაღიზიანებს ამ თავისი ვულგარულობით”, ამბობს ნესტან კვინიკაძე.
ზოგისთვის კორტასარის სწორედ ეს მხარე აღმოჩნდა ყველაზე მომხიბვლელი - იმდენად, რომ ბევრი დამწყები მწერალი ვერანაირად ვერ გამოვიდა ამ ხიბლიდან, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ძალზე ნაყოფიერად გააგრძელა მისი ხაზი.
ნესტან კვინიკაძე: “მგონია, რომ კორტასარმა - და ეს ჩემი აზრი არ არის, ლიტერატურათმცოდნეებს უწერიათ ამის შესახებ ბევრი - დიდი გავლენა მოახდინა სხვა მწერლებზეც. მის გარეშე არ იქნებოდა ძალიან ბევრი მწერალი. იმასაც კი ამბობენ, რომ მარკესის ბოლო პერიოდის პროზაც კორტასარისგანაა დავალებული... და კორტასარის გარეშე ასევე არ იქნებოდა, ალბათ, ჩემი ბოლო დროის საყვარელი თურქი ბიჭი ორჰან ფამუქი, რომელზეც ვგიჟდები... რადგან მგონია, რომ კორტასარის ე.წ. სკოლას ეკუთვნის და ეს არის თამაშის ის წესი, ის ხერხი, რომელიც მას უნივერსალურ მწერლად აქცევს. რა უცნაურია, რომ ასეთი მწერალი ცნობადი და მოთხოვნადი ხდება თუნდაც ჩვენს ქვეყანაში.”
ორი სიტყვით უნდა ითქვას თარგმანის შესახებაც. ქალბატონმა მერი ტიტვინიძემ უზარმაზარი შრომა გასწია. 600-გვერდიანი რომანის თარგმნას, ენერგიის გარდა, დიდი მოთმინება და, ხშირ შემთხვევაში, შთაგონება სჭირდება. წიგნში არაერთგან გვხვდება ასეთი შთაგონებით თარგმნილი ადგილები, თუმცა არის ხარვეზებიც, რომელზეც მოკლედ მოგახსენებთ.
პირველ რიგში, სტილური უხერხულობები უნდა ვახსენო, რომელიც შიგადაშიგ გამოერევა ხოლმე ტექსტში. მაგალითად, პირველივე აბზაცი საკმაოდ მაღალფარდოვანი ფრაზებითაა გაჯერებული, იმის ნაცვლად, რომ ტექსტი ერთგვარი სევდიანი სიზანტით ჟღერდეს: “მაშინ დავლანდავდი ხელოვნების ხიდზე მის სიფრიფანა სილუეტს... ერთბაშად გავვარდებოდი ვიწრო გასასვლელში და უმალ მაგასთან გავჩნდებოდი...” შემდეგ ერთი ეპიზოდია, სადაც “გამალებით შეექცევიან ფუნთუშებს” და “არცთუ მოუფიქრებლობის გამო” (???) სვამენ თბილ ლუდს და “უსმენენ ჯაზს, როგორც თავისუფლების მოწიწებულ გამოვლინებას.”
ხანდახან დიალოგებიც არაბუნებრივად იკითხება, უფრო სწორად, ისმინება; ზოგან პერსონაჟების მცირე რეპლიკებიც კი მშრალი მონოლოგების შთაბეჭდილებას ტოვებს ამ ისედაც მონოლოგურ რომანში.
გვხვდება შეცდომებიც. მაგალითად, მე-10 თავში ერთი მოკლე ეპიზოდია, როდესაც პერსონაჟები ძველ და ახალ Long Play ფირფიტებს შორის განსხვავებაზე საუბრობენ და ერთ-ერთი ამბობს: “სანამ ეს Long Play გამოჩნდებოდა, არტისტს სამ წუთზე ნაკლებს უთმობდნენ, ახლა კი ვინმე სტენ გეტცი შეიძლება მთელი 25 წუთი იდგეს მიკროფონთან, რამდენიც უნდა იმდენი იმღეროს, ოღონდ აჩვენოს ხალხს, რა მაგარი ვარო”. აქ დედნისეული ზმნა აშკარად არასწორადაა თარგმნილი, რადგან სტენ გეტცი ტენორ-საქსოფონისტი იყო და არა მომღერალი.
ერთ სცენაში ლუი არმსტრონგის Don't you play me cheap-ს ახასიათებს მთხრობელი, საყვირის პარტიის ბოლოს სამ დაღმავალ ნოტს ახსენებს, რომელსაც ორგაზმივით დაბოლოება მოჰყვება და შემდეგ თარგმანში ასეთ რამეს ვკითხულობთ: “მსოფლიოს მთელი სვინგი ცახცახებდა ერთი თითქმის გაუსაძლისი წუთი, მერე ნეტარების მწვერვალი, როგორც სექსუალურ ღამეში ნასროლი რაკეტა...”. მე მგონი, მეტი სიზუსტითა და შთაგონებით შეიძლებოდა ამ მონაკვეთის თარგმნა.
ამის მიუხედავად, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, თარგმანში ძლიერი ადგილებიც არის - მაგალითად, ზოგიერთი აღწერა, რომელიმე მუსიკალური თემის დახასიათება ანდა განცდების გადმოცემა, წამიერის შეკავება, რასაც კორტასარი შესანიშნავად ახერხებს ხოლმე... “ჩვენ ერთმანეთზე შეყვარებულები არ ვიყავით, უბრალოდ, განუსჯელად მივენდობოდით ვნებას, რის მერეც ჩამოვარდებოდა საშინელი დუმილი და ამ დროს ლუდი ჭიქებში თბებოდა, ქაფი ძენძივით შრებოდა, ჩვენ კი ერთმანეთს შევხედავდით და ვგრძნობდით, რომ ეს იყო დრო.”
კორტასარიც ხომ დროის მწერალია და კარგი იქნება, თუკი მის ამ რომანს საჭირო დროს წავიკითხავთ, საჭირო ასაკში. დამიჯერეთ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.