აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ბათუმის ბულვარის დამცველთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ ბულვარში პირველადი სახით აღდგება ძველი ბულვარის სამივე ხეივანი, ხოლო რეაბილიტაციის ახალ კონცეფციაზე კომისია სხვა შემადგენლობით იმუშავებს. ბულვარის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობა ამ პროცესში დარგის სპეციალისტების ჩართვასა და გამჭვირვალობასაც გულისხმობს. სამართლებრივი და ტექნიკური საკითხების შესათანხმებლად პროცედურები უახლოეს დღეებში დასრულდება.
Your browser doesn’t support HTML5