ტრაგიკული შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ორი ოცდააწლამდე მამაკაცი მეშვიდე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. თუ რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი – ამის შესახებ არ საუბრობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც გამოძიებას 240-ე მუხლით აწარმოებს. თავის მხრივ, საქმის მოკვლევას ახორციელებს აჭარის გაერთიანებული პროფკავშირები, სადაც აცხადებენ, რომ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა.
Your browser doesn’t support HTML5