ბათუმში ისტორიული სახლის მესაკუთრეებმა მისი დანგრევა დაიწყეს

ბათუმი

ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ისტორიული სახლის მესაკუთრეებმა მისი დანგრევა დაიწყეს. საუბარია შენობაზე, რომელსაც კულტრული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების პერსპექტივა აქვს და, შესაბამისად, კანონითაა დაცული. ბათუმის მერიის დაკვეთით, საკონსულტაციო კომპანია „გეოგრაფიკმა“ შეისწავლა ქალაქში არსებული ისტორიული სახლები, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიშნები აქვთ. კვლევის შედეგად შერჩეული სულ 43 სახლისთვის სტატუსის მინიჭების საკითხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ამჟამადაც განიხილავს, თუმცა ერთი მათგანი უკვე უფასადოდ დარჩა.

Your browser doesn’t support HTML5

ბათუმში ისტორიული სახლის მესაკუთრეებმა მისი დანგრევა დაიწყეს