აჭარა: ჰესი მეწყერსაშიშ ზონაში

გასულ კვირაში მაღალმთიან აჭარაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ენერგეტიკის მაშინ ჯერ კიდევ მინისტრმა კახი კალაძემ საზეიმოდ აღნიშნეს ჰიდროელექტროსადგურ „შუახევჰესის“ მშენებლობის დასრულება. ოფიციალურ ღონისძიებაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „შუახევჰესს“ უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული პროექტი უწოდეს. აჭარის მაღალმთიან სოფლებში კი მიმდინარე კვირაში უსაფრთხო გარემოში ცხოვრების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მოაწყო ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა, რომელიც სწორედ ჰესის მშენებლობას უკავშირებს საცხოვრებელი პირობების გაუარესებას და ეკოლოგიური პრობლემებს. სპეციალისტები კი აღნიშნავენ, რომ ჰესის მშენებლობა მეწყერსაშიშ ზონაში ისე დაიწყეს, რომ არ ჩატარებულა სიღრმისეული საინჟინრო გეოლოგიური კვლევა.

Your browser doesn’t support HTML5

აჭარა: ჰესი მეწყერსაშიშ ზონაში