აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი, მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელსაც თავისი კონსტიტუცია აქვს, ადგილობრივი დონის კანონებს სწორედ უმაღლესი საბჭო იღებს და შეუძლია საკანონმდებლო ინიციატივებით მიმართოს საქართველოს პარლამენტსაც. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით, თავის კომპეტენციას უმაღლესი საბჭო არასაკმარისად იყენებს. დღევანდელ შეხვედრას რადიო თავისუფლების ბათუმელი კორესპონდენტი ეკა ლორთქიფანიძე დაესწრო.

Your browser doesn’t support HTML5

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ