საზაფხულო ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ბათუმი ტრადიციულად მასპინძლობს საავტორო ფილმების ფესტივალს. კინოფესტივალი „ბიაფი“ უკვე მეთორმეტედ ტარდება. წელს ფესტივალში მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ფესტივალს, ფილმების საკონკურსო თუ თავისუფალი ჩვენების გარდა, თან ახლავს კინოპლატფორმა - ალტერნატიული ტალღა, რომელიც, როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ადგილობრივი კინოწარმოების განვითარებას ისახავს მიზნად.
Your browser doesn’t support HTML5