საქართველომ და ევროკავშირმა მოახდინეს ასოცირების შეთანხმების პარაფირება. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა. მათ ხელი მოაწერეს აგრეთვე ჩარჩო-ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს ჩართვის შესახებ. ევროკავშირმა მოახდინა მოლდავეთთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებაც. ვილნიუსის სამიტზე შეკრებილების წინაშე გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა ასოცირების შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობაზე, ისევე როგორც როლზე, რომელსაც ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია ასრულებს საქართველოში: „საქართველოში ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისია რჩება საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ძალიან მნიშვნელოვან გარანტად. ამ მხარდაჭერის მიღებასთან ერთად,ჩვენ ვცხადყოფთ ჩვენს მხარდაჭერას შეთანხმების მიმართ, რომ ევროკავშირთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხობის გაძლიერებაში“, განაცხადა მარგველაშვილმა ვილნიუსის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.