"არა ანექსიას"

Your browser doesn’t support HTML5

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია, სახელწოდებით „არა ანექსიას“, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 5 საათისთის დაიწყო და ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მონაწილეებმა განაცხადეს, რომ 15 ნოემბრის აქცია ზეპარტიული შეკრებაა. დასასრულს რუსთაველის გამზირზე შეკრებულ მოქალაქეებს უკრაინიდან მიმართა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.