ალექსანდრე მაისურაძე: ჩვენ დასახული მიზნისკენ მივიწევთ

ალექსანდრე მაისურაძე

26-27 ოქტომბერს ნატოს შტაბბინაში გაიმართა ალიანსის თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა. მასზე არ ყოფილა მსჯელობა არც ალიანსის გაფართოებაზე და არც გაწევრიანების მოსურნე ქვეყნების მიერ საშინაო დავალების შესრულებაზე.

ნატოს თავდაცვის მინისტრთა შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს დელეგაციამ მხოლოდ კომიტეტის დონეზე გამართა ერთი სხდომა, რომელზეც გაიმართა მსჯელობა ალიანსისათვის მნიშვნელოვან გამოწვევაზე, სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხზე. ეს მიმართულება ერთ-ერთია ნატოს მიერ საქართველოსათვის შემუშავებული „არსებითი პაკეტიდან“, რამაც, საბოლოო ჯამში, უნდა გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მოამზადოს საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის. ჯერჯერობით ეს არარეალისტური ჩანს, მაგრამ ნატოში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანა მტკიცედ მიიწევს დასახული მიზნისკენ.

Your browser doesn’t support HTML5

ალექსანდრე მაისურაძე: ჩვენ დასახული მიზნისკენ მივიწევთ