3 წლითა და 9 თვით პატიმრობა და 4000 ლარიანი ჯარიმა - ასეთია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი ბაჩანა ახალაიას მიმართ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე. იგივე სასჯელი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3000 ლარიანი ჯარიმა -შეეფარდათ ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულ, ამ დრომდე ძებნაში მყოფ რევაზ ჭარბაძეს, დავით ჭაკუას და მეგის ქარდავას. 28 ოქტომბერს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა, ახალაიას ოჯახის წევრებმა და გულშემატკივრებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩანა ახალაიას, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მისჯილი პატიმრობის გარდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე შეეზღუდა 2 წლითა და 3 თვით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნა. განაჩენი 28 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა, რასაც ახალაიას ოჯახის წევრებისა და მეგობრების ხმაურიანი შეძახილები მოჰყვა.
ბაჩანა ახალაიასთან ერთად ბრალდებულები არიან ყოფილი მაღალჩინოსნები: მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე. მათ ბრალი ედებათ არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.
პოლიტიკური განაჩენი - ასე გამოეხმაურა ახალაიას მამა, როლანდ ახალაია, მოსამართლის გადაწყვეტილებას:
„ამას სამართლებრივი საფუძველი არა აქვს, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“.
ბაჩანა ახალაიას ადვოკატები, დავით დეკანოიძე და მალხაზ ველიჯანაშვილი, მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მას უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევენ:
„ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და აუცილებლად მივაღწევთ იმ შედეგს, რაც უნდა მივიღოთ სამართლიანი სასამართლოს პირობებში“.
მოსამართლეს „ქართული ოცნების“ დაკვეთის შემსრულებელს უწოდებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა:
„საქმეში იყო ორი მხარე - ქურდული სამყარო, კრიმინალური ავტორიტეტები და სახელმწიფო - და მოსამართლემ, „ქართული ოცნების“ დაკვეთით, მის მიერვე დამონებულმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მწვანე შუქს აძლევს კრიმინალს საქართველოში“.
გამოძიების დროს შეკრებილ და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობისა და, აქედან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენის იმედი ჰქონდა პროკურორ ლევან ადეიშვილს. მან ეს განცხადება სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:
„ჩვენ სასამართლოზე წარმოვადგინეთ არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებები, რომლებიც ამხელდნენ ბაჩანა ახალაიას დანაშაულის ჩადენაში, არამედ იმ 14 მოწმის ჩვენებაც, რომლებიც მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ასევე წარმოდგნელი გვქონდა ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებებიც“.
სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელიც მედიას სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ გააცნო. განცხადებაში ვკითხულობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულების ბაჩანა ახალაიას და ამჟამად ძებნაში მყოფი მეგის ქარდავას, დავით ჭაკუას და რევაზ ჭარბაძის მიმართ. როგორც სასამართლოს სპიკერ- მოსამართლე ეკა არეშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ბრალდებულებს ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, ორი და მეტი თავისუფლებაშეზღუდული პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებდა“.
საქმის არსებითად განხილვისას ბაჩანა ახალაიამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარემ ისარგებლა საგამონაკლისო უფლებით და პროცესზე დაიკითხა დაცვის მხარის 3 მოწმე და ბრალდებული ბაჩანა ახალაია. რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, სასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით - მათ შორის, ბარლდების მოწმეთა ჩვენებებით - დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და, შესაბამისად, სხდომაზე მათი ზეპირი გამოკვლევა არ მომხდარა.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 8 სასამართლო სხდომა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების შეფასების შედეგად, ბრალდებულები ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; სასამართლომ ასევე ყველა ბრალდებულს მოუხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქ/პუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ვინაიდან მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 144-ე მესამე პრიმა მუხლი მოიცავს აღნიშნულ დანაშაულს და ცალკე კვალიფიკაციას არ საჭიროებს.
სასამართლომ ბაჩანა ახალაია, მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,დ", ,,ე" და ,,ზ" ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თითოეულ მათგანს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, მათვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შემცირდა ¼-ით და, საბოლოოდ, ყველა ბრალდებულს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით და სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით; ასევე ბაჩანა ახალაიას დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა, 4.000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს - ჯარიმა, 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ“.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბაჩანა ახალაიას განაჩენის გასაჩივრება გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოშია შესაძლებელი, რასაც გეგმავენ კიდეც ახალაიას ადვოკატები.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩანა ახალაიას, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მისჯილი პატიმრობის გარდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე შეეზღუდა 2 წლითა და 3 თვით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნა. განაჩენი 28 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა, რასაც ახალაიას ოჯახის წევრებისა და მეგობრების ხმაურიანი შეძახილები მოჰყვა.
ბაჩანა ახალაიასთან ერთად ბრალდებულები არიან ყოფილი მაღალჩინოსნები: მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე. მათ ბრალი ედებათ არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.
პოლიტიკური განაჩენი - ასე გამოეხმაურა ახალაიას მამა, როლანდ ახალაია, მოსამართლის გადაწყვეტილებას:
„ამას სამართლებრივი საფუძველი არა აქვს, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“.
ბაჩანა ახალაიას ადვოკატები, დავით დეკანოიძე და მალხაზ ველიჯანაშვილი, მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მას უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევენ:
„ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და აუცილებლად მივაღწევთ იმ შედეგს, რაც უნდა მივიღოთ სამართლიანი სასამართლოს პირობებში“.
ჩვენ სასამართლოზე წარმოვადგინეთ არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებები, რომლებიც ამხელდნენ ბაჩანა ახალაიას დანაშაულის ჩადენაში, არამედ იმ 14 მოწმის ჩვენებაც, რომლებიც მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე...ლევან ადეიშვილი
„საქმეში იყო ორი მხარე - ქურდული სამყარო, კრიმინალური ავტორიტეტები და სახელმწიფო - და მოსამართლემ, „ქართული ოცნების“ დაკვეთით, მის მიერვე დამონებულმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მწვანე შუქს აძლევს კრიმინალს საქართველოში“.
გამოძიების დროს შეკრებილ და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობისა და, აქედან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენის იმედი ჰქონდა პროკურორ ლევან ადეიშვილს. მან ეს განცხადება სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:
„ჩვენ სასამართლოზე წარმოვადგინეთ არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებები, რომლებიც ამხელდნენ ბაჩანა ახალაიას დანაშაულის ჩადენაში, არამედ იმ 14 მოწმის ჩვენებაც, რომლებიც მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ასევე წარმოდგნელი გვქონდა ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებებიც“.
სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელიც მედიას სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ გააცნო. განცხადებაში ვკითხულობთ:
საქმის არსებითად განხილვისას ბაჩანა ახალაიამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარემ ისარგებლა საგამონაკლისო უფლებით და პროცესზე დაიკითხა დაცვის მხარის 3 მოწმე და ბრალდებული ბაჩანა ახალაია...