აკაკი ცომაია: აქციზის გადასახადების გაზრდა მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ მოქალაქეს

საქართველოს ეროვნული ვალუტის კუპიურები

მიმდინარე კვირის განმავლობაში ლარის - საქართველოს ეროვნული ვალუტის - კურსის სწრაფ ვარდნას მთავრობა საგარეო ფაქტორებს უკავშირებს, ეკონომისტები კი მიზეზებს მთავრობის ქმედებებში ხედავენ. გასარკვევია, გამოიწვია თუ არა ლარის სწრაფი გაუფასურება მთავრობის განცხადებამ აქციზის გადასახადის გაზრდისა და სხვა ეკონომიკური ინიციატივების შესახებ.

ლარის გაუფასურების პროცესი ბოლო ორი თვის მანძილზე ვითარდებოდა, მაგრამ მან განსაკუთრებით მწვავე ფორმა მიმდინარე კვირის განმავლობაში შეიძინა. პირველ დეკემბერს, მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმის გამოცხადებიდან მეორე დღეს, ლარის კურსის ვარდნამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6 ლარს გასცდა. მოგვიანებით ლარი ოდნავ გამყარდა, მაგრამ სავალუტო ბაზარზე განვითარებულმა მოვლენებმა ბიძგი მისცა დისკუსიას იმის შესახებ, თუ რა გახდა ეროვნული ვალუტის სწრაფი დევალვაციის მიზეზი. კავკასიისა და საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორის, ეკონომისტ აკაკი ცომაიას განცხადებით, 1 დეკემბერს განვითარებული მოვლენები შეიძლება შეფასდეს როგორც პანიკა.

Your browser doesn’t support HTML5

აკაკი ცომაია: აქციზის გადასახადის გაზრდა მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ მოქალაქეს