ასი კილო ტვირთი სამ დოლარად

Your browser doesn’t support HTML5

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში მცხოვრები საიედ აბდულ ღანი ყოველდღე ერთ კილომეტრს გადის ზურგზე ასკილოიანი ტომრით. მას ფეშავარის ერთ-ერთ საცხობში ფქვილი მიაქვს. ამაში მას 300 პაკისტანურ რუპიას (3 აშშ დოლარს) უხდიან. 25 წელია, ღანი ასე შოულობს ფულს ოჯახის გამოსაკვებად. (რადიო თავისუფლების ამ ვიდეოს 13 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. ხალხმა ღანის დასახმარებლად შექმნა ვებსაიტი http://igg.me/at/iDlduNKEINs, რომელზეც ფულს აგროვებენ მის დასახმარებლად.)