გორში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ „დევნილთა უფლებებისთვის“ წარმოადგინა პროექტი - „სამხედრო კონფლიქტით დაზარალებული თემების განვითარება-გაძლიერება.“ პროექტის მიზანია ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები და დევნილი მოსახლეობის დახმარება. ამისთვის კოალიცია ადგილებზე შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას სთავაზობს და დონორებსაც მოუწოდებს აქცენტი სწორედ ადგილობრივ პროექტებსა და ინიციატივებზე გააკეთოს.
უკვე დაწყებულია მუშაობა იმისთვის, რომ ადგილებზე გამოვლინდეს თემებისთვის აქტუალური პრობლემები და შემდეგ ამ პრობლემების მოგვარების გზები დაისახოს. კოალიციის - „დევნილთა უფლებებისთვის“ - თავმჯდომარე ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ უკვე გამოცდილი ათამდე ორგანიზაცია ადგილებზე შექმნილ ახალ ორგანიზაციებს დაეხმარებიან, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ადგილობრივ ინიციატივებს ხელი შეუწყონ.
ერგნეთსა და ნიქოზში უკვე შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი, მართალია, გლობალურ პროექტებს ვერ ახორციელებენ, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროექტებს სთავაზობენ. ერგნეთის რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებს, პირველ რიგში, ხელისუფლების ყურადღება ესაჭიროება. გარდა ამისა, მოსაგვარებელია სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემები.
შეხვედრას ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენელი ზაალ ანჯაფარიძე დაესწრო. მისი თქმით, ფონდი, როგორც დონორი, დაინტერესებულია, რომ ხელი შეეწყოს ადგილებზე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რომ გაუმჯობესდეს სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობა და მოხდეს თემების პრობლემების ადვოკატირება.
ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა პროექტებზე მუშაობა უკვე დაიწყეს. მათი მიზანია ადგილებზე შეიქმნას განათლებისა და კულტურის ცენტრები, რაც ამ სოფლებიდან ახალგაზრდების მიგრაციის პროცესს შეაჩერებს.