პატიმრობაში მყოფმა თემურ ქათამაძემ შიმშილობა განაახლა

თემურ ქათამაძე სასამართლო სხდომაზე

პატიმრობაში მყოფი თემურ ქათამაძე, რომელიც საზოგადოებაში „ბათუმელი მედროშის“ სახელით არის ცნობილი, 1 აპრილიდან შიმშილობას იწყებს, ინფორმაციას ამის შესახებ მისი უფლებადამცველი ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.

"მე, „ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე, პირველი აპრილიდან ახალ შიმშილობას ვაცხადებ", - წერს ის.

ქათამაძის თანახმად, პროტესტის ეს ფორმა მისთვის სიმბოლურია და ეძღვნება "ეთნიკური ქართველების - ჩვენებურების ბელადს, „ახმედ მელაშვილს!“ და სინდისის პატიმრებს.


თემურ ქათამაძის წერილი


  • თემურ ქათამაძე თავდაპირველად 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
  • 16 იანვარს გათავისუფლებული თემურ ქათამაძე მყისიერად ისევ დააკავეს და შსს-ს მოთხოვნით, საემიგრაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.


მეორედ დაპატიმრების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 48-ე დღეს კი, როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა შეწყვიტა.

ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე ბათუმში საქართველოს დროშით ხელში იდგა - „აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტის დროიდან მოყოლებული, ბოლო, უწყვეტი აქციების ჩათვლით.

ასევე ნახეთ 13-წლიანი ბრძოლა საქართველოში დასარჩენად - ვინ არის "ბათუმელი მედროშე" თემურ ქათამაძე

თემურ ქათამაძეს 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე.

ასევე ნახეთ ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ "ბათუმელი მედროშე“ დააჯარიმა