Reuters-ი რუსეთის სააგენტოზე დაყრდნობით: რუსეთის ჯარმა უკრაინაში პანტელეიმონოვკა და შერბაკი დაიკავა

რუსეთის თავდასხმის შედეგები. (საილუსტრაციო ფოტო)

Reuters-ი რუსეთის საინფორმაციო სააგენტო Interfax-ზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის ჯარმა უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის ოლქში დაიკავა დასახლება პანტელეიმონოვკა.

ამავე ცნობით, უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში რუსეთის არმიამ მოახერხა შერბაკში შესვლა და მისი აღება.

Interfax-ი ამ ცნობების გავრცელებისას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს იმოწმებს.

Reuters-ს არ აქვს შესაძლებლობა, ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით დაადასტუროს.

ასევე ნახეთ უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა