უკრაინის ხელისუფლების მიერ განახლებული მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად.
მანამდე დადასტურებული იყო, რომ 2 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. სარაკეტო შეტევა 5 მარტს, ღამით განხორციელდა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 6 მარტს დილით გამოქვეყნებული, განახლებული მონაცემებით, 31 დაშავებულიდან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.
სარაკეტო დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა სასტუმროს შენობა და დაზიანდა 14 მრავალბინიანი სახლი, ფოსტა და 12 მაღაზია.
განახლება: დილის 11 საათისთვის დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ტელეგრამარხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა 43 წლის დაჭრილი მამაკაცი. კრივოი-როგში დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
ასევე ნახეთ უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო, არის მსხვერპლი6 მარტს, შუაღამის შემდეგ, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებითაც.
ქალაქ სუმიში ერთი ადამიანი დაიღუპა. ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.
ასევე ნახეთ აშშ-მა შეწყვიტა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება