რუსეთის ექსპრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის "ძლიერი სილა გააწნა" აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მედვედევის განცხადების ფონია რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან ზოგადი დადებითი გამოხმაურება თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის მომხდარ მწვავე შელაპარაკებაზე.
"სასტიკი დასჯა ოვალურ ოფისში", - წერს ტელეგრამით მედვედევი, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილეა. მედვედევი ზელენსკის უწოდებს "უმადურ ღორს".
ასევე ნახეთ ტრამპისა და ზელენსკის კონფლიქტს მძაფრი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას თქმით, სასწაულია, რომ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დეი ვენსმა თავი შეიკავეს და ზელენსკის არ დაარტყეს.
ასევე ნახეთ ტრამპი: ზელენსკის შეუძლია თეთრ სახლში დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის