წინა დღეს, 20 იანვარს, მეხუთე პრეზიდენტმა, - რომელიც პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეების, საზოგადოების დიდი ნაწილის, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს, X-ზე დაწერა:
„მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა და შეურაცხყოფილმა ქალმა, ჟურნალისტმა, „ბათუმელების“ დირექტორმა მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. ის ყველას მოუწოდებს, არ დათმონ, არ დანებდნენ“.
21 იანვარს კი სალომე ზურაბიშვილმა X-ზე გააზიარა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი, რომელშიც ამაღლობელი წერს:
„ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა... იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, მზია ამაღლობელი რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ შიმშილობს.
მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ყოველდღიურად იმართება.
21 იანვარს ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად, საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა რევაზ (რეზო) კიკნაძემ, რომელიც პროევროპულ აქციებზე 6 დეკემბერს დააკავეს სისხლის სამართლის ბრალდებით.
ასევე ნახეთ მზია ამაღლობელი შიმშილობს17 იანვარს საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ (CPJ) განაცხადა, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უნდა გაათავისუფლონ; ასევე გამოკვლეული იქნეს, ამაღლობელის პატიმრობა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო შურისძიებას ხომ არ ემსახურება.
მაშინ, როცა პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელი პატიმრობაშია და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობისთვის არცერთი პოლიციელი არ დაუკავებიათ.
ასევე ნახეთ „ბათუმელების“ დამფუძნებელი და ოპერატორი უნდა გამოუშვან - „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით.
მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს „უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების“ მიღება შეუძლია, ვიდრე პატიმრობაა.
უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - იურისტების შეფასებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მიმართ ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება; ხოლო ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.
ასევე ნახეთ არის თუ არა ალიყური თავდასხმა? რას ნიშნავს, როცა "პოლიციელი ხელშეუხებელია"