ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის საზღვართან, რომელიც მექსიკასთან გადის, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საზღვრის უსაფრთხოება სამხედროებმა უნდა დაიცვან.
შესაბამის განკარგულებას ხელი 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამარტივებს აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, გაუქმებულია პრაქტიკაც, როცა სამართალდამცავების მიერ დაკავებულ მიგრანტებს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ათავისუფლებდნენ. დონალდ ტრამპი უარს ამბობს წესზეც, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადებულ, მიგრანტების შვილებს აშშ-ის მოქალაქეობას აძლევენ.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპის ეს გადაწყვეტილებები არაერთი სასამართლო დავის საგანი გახდება.
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ტრამპმა შეიწყალა კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულები ასევე ნახეთ აშშ ტოვებს WHO-ს და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებასაშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა, საერთო ჯამში, 80-მდე განკარგულებას.