Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ტრამპმა შეიწყალა კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულები


აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. 2025 წლის 20 იანვარი
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. 2025 წლის 20 იანვარი

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა შეიწყალა კონგრესზე 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი თავდასხმის გამო ბრალდებულები.

შეწყალების აქტი ერთ-ერთი პირველი დოკუმენტია, რომელსაც ტრამპმა ხელი 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოაწერა. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, 1500-მდე ადამიანი შეიწყალა.

კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულთა შეწყალების განზრახვა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე, 2024 წლის დეკემბერში დაადასტურა.

2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას, დონალდ ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.

2021 წლის 6 იანვარს, ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის ბორცვზე კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.

კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებული იყო 1600-მდე პირი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG